შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მილიონ კითხვის ნიშანს (სრულად )ნაწ 1


13-04-2015, 19:45
ავტორი toroo
ნანახია 3 174

-გიყვარს ვიცი
-არა
-გამოტყდი
-გცემ დედას გეფიცები
-არ გიყვარს და ეგდე მანდ
-ბიჭო რას მტენი ამ ბ***ების სასტავს ? რაგინდა ?
-ვინაა ბიჭო ?სალულაზე ამბობ? გაკლია ,მაგრად გაკლია შენ თავს ვფიცავარ ინანებ აი დრო მოვა ინანებ ზაზუშ
-ფუ რა ქალური ზამაშკები გაქვს , რა სერიალის გმირივით მელაპარაკები ? რა უნდა ვინანო გოგოს მტენით ,რომელიც არ მომწონს , კეთილი კი არა თუ გინდა დედა ტერეზა იყოს , არა ი ვსო
-კაი წავედი მე , საღამოს გელოდები
-აბა მიდი - ხელი ჩამოართვეს ბავშვობის ძმაკაცებმა ერთმანეთს

ზაზა ჩუმად დაუყვა ქუჩას , მის უბანს ,როგორ შეიცვალა აქაურობა აი უყურებს და ვეღარ ცნობს , აღარც ბაბულა აღარ დგას თავისი სემიჩკის ყუთებით , აღარც ნარდს თამაშობენ ქუჩაში ნიკო ბაბუა და მისი ძმაკაცები , არაფერი აღარაა ისე როგორც ადრე იყო ...
უცნაურები ვართ ადამიანები ახალი რაც არ უნდა კარგი იყოს მაინც ის ძველი გვირჩევნია, ასე იყო ზაზაც ,მაგრამ ახლა არაფერი ისე არ აინტერესებდა როგორც სიგარეტი ,რომელსაც ისე მაგრად ექაჩებოდა როგორც მარტო ზაზას შეეძლო , ყველაზე სიმპატიურ ბიჭს მთელს გალაქტიკაში...

-სალულა დეეე მოდი რა გთხოვ გამომიღე ეს მაცივარი აღარ შემიძლია ,გინახავს დედა ასეთი? ყველს ,ხორცის ფასი აქვს ნუ რაარის ?
-ლეილა ,ოდესმე დამაძინე რა
-გოგო ,რაარის ეს რას გავხარ ? ან თმა დაგევარცხნა ან პირი დაგებანა
-ახლა გავიღვიძე
-არ შეგშვენის უბრალოდ , შენი გიჟი დაქალი შემხვდა
-თუკა ?
-აბა სხვა ვინ , სენსაციური ამბავი მაქვს ამოვიდესო
-ოუ ვერ გაიგო ამ გოგომ ,რომ თვითონ ჩამოვიდეს ხოლმე , დედა აი ელემენტალური ფიზიკა ხოა ,რომ ადამიანს კიბეზე ასვლა უფრო უჭირს ვიდრე ჩამოსვლა -ბურდღუნებდა სალულა და თან ოთახში მიდიოდა ვაშლის ჭამით
ლეილამ ხელები აიქნია"ერთი ამ ახალგაზრდებს რა გეშველებათო"ჩაიდუდღუნა და ჩაიდანი გაზზე დადო

-ჰა რა ხდება ?
-სალუ , ვერა აი ვერ დამიჯერებ ,მაგრამ ნიაკოს დის დაქალმა მითხრა ზაზა იმ ელისოს დაშორდა
-მართლა ?
-აუ ნეტავ იცოდე ახლა რა ბედნიერების ნაპერწკალმა გაგიფრინა თვალებში
-ბედნიერების ნაპერწკალმა არა იხვის ტოლმა კიდევ -გამხიარულდნენ გოგოები
-არა ,არა სერიოზულად ,გეფიცები
-მერე ,მე რა ? ხო იცი ,რომ ვკიდივარ აი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით
-კიდიხარ არა ის .. ნეტავ რას გიწუნებს ვიცოდე
-იმას მიწუნებს ,რომ ზოგს გრძელი ენა აქვს და გონია ,რომ მის "შებმას "ვცდილობ და ხალხს მოვდე ,რომ მომწონს
-აუ არა მე მგონია რაღაც სხვა ხდება , აუ ზაზა ავალიანი,რო ბიჭია ტყუილია რა
-ეჰ ვიცი ,ვიცი -ყავა მოსვა და ფანჯარაში გაიხედა

ახალი წელი მოდიოდა , ყველა ბედნიერი ვერა ,მაგრამ ზოგი ხო მაინც იყო ... ზაზას არაფერი აინტერესებდა დაშორდა ,იმას დაშორდა ვინც არ უყვარდა არასდროს ,იცოდა მაგრამ თავს რატომ აჯერებდა მაგას ვერ ხვდებოდა აი ,რომ ვერ ხვდებოდა მაშინ მაგიტომაც ეგონა ,რომ უყვარდა ,ოღონდ ეგ ადრე ... ახლა კი დანამდვილებით იცოდა უბრალოდ ცუდად იყო და ეს სიყვარულის გამო არა ,ალბათ იმედგაცრუების შედეგი აღმოჩნდა ... ტელეფონს უყურებდა ,საბოლოოდ ამოშალა კონტაქტებიდანაც და ცხოვრებიდანაც თუ ერთხელ ხაზი გადაუსვა ვინმეს ეგ საბოლოო იქნებოდა ... ხოდა გადაესვა
მაინც რატომ ფიქრობდა გიგიშა ,რომ სალულა შეიძლებოდა ყვარებოდა? ან რა ყვარებოდა სიყვარულით მაგას ელისოც კი არ ყვარებია და ეგ გოგო ვინღაა... ბავშვობიდან რაღაცნაირი იყო ავალიანი სულ უცნაური მხოლოდ ძმაკაცებში გახსნილი და ჩხუბში თავზეხელაღებული ეს 2 იყო რაც ადამიანებისგან არ ანსხვავებდა ... სიყვარული ბავშვობიდანვე უნდოდა... ოჯახიც ,პატარა ლამაზ გოგოზე ოცნებობდა ,და ბიჭიც უნდოდა აი ისეთი და რომ პატიოსნად დაეცვა ყოველთვის და ყველგან ...ის ოჯახი უნდოდა თვითონ არასდროს ,რომ არ ქონია ...

-ბრააატტცი - ნელა ჩაილაპარაკა და ყველას სათითაოდ ჩამოუარა
-ვა კარგ ხასიათზეა ჩვენი ბიჭი დღეს , რაიყო?
-არაფერი -უცნაურად შეიშმუშნა ზაზა
-ბიჭო არ მინდოდა მეთქვა ,მაგრამ ერთი გოგოა რა ,მაგრად მომწონს ,თვითონ არც კი მიცნობს აზრობთ ?
-მერე გაიცანი
-ხო ,ხო მაგას მოვაგვარებ,პროსტა რავიცი აი იცით ვინ არის ? სალულა ქერა ბავშვი ,რომ დადის ხოლმე ელენესთან უნარებზე
გიგიშამ ზაზას გადახედა , რომელსაც არანაირი რეაქცია არ ეხატა სახეზე -რა გინდა ? თვალებით შეხედა ზაზამ და ამას გიგიშასგან ჰაეროვანი კოცნის გაგზავნა მოყვა
-მოკლედ გითხარით და აბა თქვენ იცით ,ცოტა ხელი შემიწყვეთ რამე პონტი გაიჩითება და ხო ხვდებით რა
-ბიჭო მაგას თქმა უნდა? =ჩუმად ჩაიცინა გიგიშამ და გახარებულ რევაზას თვალი ჩაუკრა
ზაზა მაინც ვერ ხვდებოდა რატომ ტენიდა ეს ბიჭი სალულას ?

-მომწონხარ
-რა ?
-კი არ მევასები მომწონხარ
-ვინ ხარ ?
-რევაზ ცირიკიძე , შენთვის რევაზა
-მერე ?
-ო პატარებს ირონიაც ყვარებიათ
სალულა გზას აგრძელებდა ,უკანაც არ იყურბოდა ,სულ ჩმალა სახე დიდ შარფში
-შანსი ? ერთი რა - ბოლო სიტყვები ჩუმად ჩაილაპარაკა
-არ გიცნობ ადამიანო
-გამიც - სიტყვა უნდა დაემთავრებინა ,რომ ყინულზე ფეხი აუსრიალდა და ძირს მოადინა ზღართანი ,ამ ყველაფერზე სალულამ იმხელა კისკისი ატეხა ,რომ რევაზა გაოგნებული იყო ,აარა ძალიან მოსწონდა ეს გოგო , რაც არუნდა გასაკვიირი იყოს ფაქტი იყო რომ სალულასა და რევაზას შორის ურთიერთობა გათბა ,ღამით ძილის წინ მაინც ზაზაზე ფიქრობდა , იცოდა ძმაკაცები ,რომ იყვნენ ხშირადაც ხედავდა და რამდენიმეჯერ მის საყვარელ გიგიშასთან და ზაზასთან ერთადაც დააბირჟავა , ძირითადად ჩუმად იჯდა და ბიჭებს უსმენდა ,ზაზა მალე მიდიოდა და ხვდებოდა არ უნდოდა ,ან კი იცოდა ამ სულელმა გოგომ საერთოდ რა უნდოდა ?

ზაზა სიმპატიური იყო სალულა უბრალოდ საყვარელი , ზაზაზე გოგოები გიჟდებოდნენ (ერთმა თვითმკვლელობაც სცადა ,დებილი) სალულას უბრალოდ რამდენიმე თაყვანისმცემელი ყავდა , ზაზა სხვანაირი იყო სალულაც

არავინ იცოდა რა იყო მათ შორის საერთო , რატომღაც მარტო გიგიშამ... მათ შორის ვერასდროს ,ვერავინ ვერაფერს შეამჩნევდა დალბათ არც არასდროს არაფერი არ მოხდებოდა ,ერთი დღე რომ არა

ვერ იძინებდა მთელი ღამე ბორგავდა ,ბოლოს ადგა ჩაიცვა და იმ მართლაც ,რომ ღამის ლამაზ ,მაგრამ ცივ ღამეს ქუჩაში გავიდა ... მანქანითიარა არ მოეწონა გადმოვიდა და ფეხით გაიარა ,მიხვდა რაღაც ხდებოდა ,მაგრამ ჯერ ვერა რა .საშინელი სიცარიელე ქონდა გულში ... თვითონაც ყოველთვის ხვდებოდა ,რომ მთელი ცხოვრება რაღაც ერთი დიდი და ამოუცნობი აკლდა , დადიოდა ,იცინოდა მეგობრებთან ერთობოდა სიყვარულიც კი ცადა ,ნუ იცოდა ,რომ ცადა ან ეგონა ,მაგრამ მაინც ვერაფრით შეივსო ,თითქოს შემთხვევით დაიბადა და არ უნდა დაბადებულიყო ... როგორ უშლიდა ეს მორიგი ,თათა ნაწკა პაწკა კაწკა ლიკუნა ნია და ა .შ. გოგოები მათი წამალი იცოდა ერთხელ და ვსო ... მერე ზედ არ შეხედავდა ,მერე გული ერეოდა ,განა იმიტომ რომ თავში ავარდნილი ქონდა ,უბრალოდ იმიტომ რომ ის გოგოები არ ცემდნენ თავიანთ თავს პატივს ამას რატომ ეცა ? მემგონი მართალიც იყო ...ყოველთვის იცოდა კარგი გარეგნობის პატონი,რომ იყო მაგრამ ღმერთია მოწმე არასდროს არ გამოუყენებია,უყვარდა თავმდაბალი ადამიანები და თვითონაც ასეთი იყო ... ზუსტად ამ თვისებებს ხედავდა სალულა მასში მხოლოდ ამას და მის შავ თვალებს ,მეტყველ თვალებს ესენი და ყველაფერი ერთად აყვარებდა ზაზა ავალიანის თავს ამ პატარა გოგოს ...

მოიფიქრა , რომელიღაც კორპუსის სახურავზე ავიდა და მთელი ძალით შეისუნთქა ცივი ჰაერი , ყინვა იყო... არ ციოდა
-"შეეეენ მიდიხარ ისეევ და მტოვებ მარტო იმ სიყვარულით სავსე და გამთბარ სახლში ,რომელიც ოდესღაააც გვეკუთვნოდა ჩვეეენ " ჩუმი და მელოდიური ხმა გიტარის აკორდებთან შერწყმული ესმოდა ავალიანს და წამით თვალები დახუჭა , მეორე მხარეს გადავიდა და პლედში გახვეული ასევე თვალებდახუჭული გოგონა დაინახა ,რომელიც მთელი გრძნობით და არსებით მღეროდა , ზაზას გაკვირვება უნდა გენახათ ამ გოგოში სალულა ,რომ ამოიცნო

-შენ ?
-ხო მე , რაიყო ? -თვითონაც ვერ იცნო ისე დაბოხებოდა ხმა ავალიანს
-არაფერი , ვერ დავიძინე
-ვერც მე
-კარგად მღერი
-მადლობა
-ეს პირველი შემთხვევა არაა ჰო ? -მის გვერდზე ჩამოჯდა ზაზა
-რისი ?
-აი ,რომ არ გეძინება და აქ ამოდიხარ ?
-აა ,არა ამ ბოლო დროს რიტუალივით მაქვს , ამოვდივარ ,რომ სიცოცხლე სხვანაირად ვიგრძნო
-თითქოს რაღაც გაკლია ხო
-ზუსტად
-მეც-წამით შეხედეს ერთმანეთს და ავალიანის სახეზე წამით გამკრთალმა ღიმილმა დიდი აფეთქება გამოიწვია სალულას ორგანიზმში



№1  offline წევრი ხატული♥

ამ ისტორიას არ აგრძელებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent