შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეონარდო დაიბადა და აღიზარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში. დიკაპრიოს მამა წარმოშობით იტალო-გერმანული ფესვების ოჯახიდანაა, ხოლო დედა, ირმელინ დიკაპრიო (ქალიშვილობაში ინდენბირკენი), დასავლეთგერმანიაში, ორ-ერკენშვიკეში დაიბადა. მისი მამა იყო ვილჰელმ ინდენბირკენი, ხოლო დედა — რუსი ელენა სმირნოვა, რომელმაც რუსეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდგომ იქორწინა და ქმრის გვარი მიიღო. თვითონ დიკაპრიომ, ვლადიმერ პუტინთან საუბარში, განაცხადა, რომ მისი ბაბუაც ასევე რუსი იყო, და დაამატა: „ასე რომ მე არა მეოთხედით, არამედ ნახევრად ვარ რუსი“.

სამსახიობო კარიერა დაიწყო 90-იან წლებში გადაღებულ საპნის ოპერებსა და სიტკომებში. მათ შორისაა ტელესერიალი „სანტა-ბარბარა“. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო „ამ ბიჭის ცხოვრება“, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. მას მალევე მოყვა ფილმი „რა აწუხებს გილბერტ გრეიპს“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. დიკაპრიო ასევე ორჯერ იყო ნომინირებული BAFTA-ზე, სამჯერ SAGs-ზე და შვიდჯერ ოქროს გლობუსზე. ის არის ოქროს გლობუსისა და ვერცხლის დათვის მფლობელი.

მან სახელი გაითქვა ჯეკ დოუსონის როლის შესრულებისთვის ფილმში „ტიტანიკი“. ამას მოჰყვა როლები ფილმებში „დამიჭირე თუ შეგიძლია“, „ავიატორი“, „სისხლიანი ალმასი“, და „დასაწყისი“. მარტინ სკორსეზეს „ავიატორით“ მან ოსკარის მეორე ნომინაცია დაიმსახურა. დიკაპრიო ასევე თამაშობს სკორსეზეს ფილმებში, „ნიუ-იორკის ბანდები“, „მიცვალებულები“ და „ჩაკეტილი კუნძული“, „უოლ-სტრიტის მგელი“.

დღეს დღეობით, მას „შვებულება“ აქვს აღებული კინოკარიერიდან რადგან 2013 წელს, ზედიზედ სამ ფილმზე იმუშავა. მან თქვა, რომ მისი ბოლო ფილმი „უოლ-სტრიტის მგელი“, რომელიც დაფუძნებულია ჯორდან ბელფორთის ბიოგრაფიულ წიგნზე, განსაკუთრებით დამღლელი იყო, და ამ ფილმმა მისი ადრენალინი ბოლომდე დახარჯა, ამიტომ იგი ცოტა ხნით კინოკარიერისგან ისვენებს და ყურადღება გამახვილებული აქვს მის ქველმოქმედებით კარიერაზე.

ფილმოგრაფია

1991 ფ კბილოსნები 3 Critters 3 ჯოში
1992 ფ შხამიანი სურო Poison Ivy გაი
1993 ფ ამ ბიჭის ცხოვრება This Boy's Life ტობიას 'ტობი' ვულფი
1993 ფ რა აწუხებს გილბერტ გრეიპს What's Eating Gilbert Grape არნი გრეიპი
1995 ფ სწრაფი და მკვდარი The Quick and the Dead ბიჭი
1995 ფ კალათბურთელის დღიური The Basketball Diaries ჯიმ კეროლი
1995 ფ სრული დაბნელება Total Eclipse ართურ რიმბადი
1996 ფ რომეო+ჯულიეტა Romeo + Juliet რომეო მონტეგი
1996 ფ მარვინის ოთახი Marvin's Room ჰენკი
1997 ფ ტიტანიკი Titanic ჯეკ დოუსონი
1998 ფ რკინის ნიღაბი The Man in the Iron Mask ლუდოვიკო XIV
1998 ფ პოპულარობა Celebrity ბრენდონ დეროუ
2000 ფ სანაპირო The Beach რიჩარდი
2001 ფ კაფე დონს პლამ Don's Plum დერეკი
2002 ფ დამიჭირე, თუ შეძლებ Catch Me If You Can ფრენკ ეიბიგნეილ უმცროსი
2002 ფ ნიუ-იორკის ბანდები Gangs of New York ამსტერდამ ვალონი
2004 ფ ავიატორი The Aviator ჰოვარდ ჰიუზი
2006 ფ მიცვალებულები The Departed ბილი კოსტიგანი
2006 ფ სისხლიანი ალმასი Blood Diamond დენი არჩერი
2008 ფ სიცრუის ერთობლიობა Body of Lies როჯერ ფერისი
2008 ფ რევოლუციური გზა Revolutionary Road ფრენკ ვილერი
2010 ფ ჩაკეტილი კუნძული Shutter Island ტედი დენიელსი
2010 ფ დასაწყისი Inception დომ კობი
2010 ფ ტელესკოპი ჰაბლი Hubble საკუთარი თავი
2011 ფ ჯ. ედგარი J. Edgar ედგარ ჰუვერი
2012 ფ ჯანგო გათავისუფლებული Django Unchained კელვინ კენდი
2013 ფ დიდი გეტსბი The Great Gatsby ჯეი გეტსბი
2013 ფ უოლ-სტრიტის მგელი The Wolf of Wall Street ჯორდან ბელფორტი