შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არდაბრუნება


16-04-2015, 00:17
ავტორი თამუნა
ნანახია 2 017

მატარებელმა ჩაიარა, დავაგვიანე,
„_მალე მოვაო!“ გახალისდა ჩემი გუნება.
განშორება კი არ აწუხებთ ადამიანებს,
განშორებულის არდაბრუნება...
წლები გაფრინდა, შეეკვეცა ოცნებებს ფრთები,
მაინც არ ავყვეთ ეშმას ცდუნებას.
სიბერის შიში კი არ თრგუნავს ადამიანებს,
ახალგაზრდობის არდაბრუნება...
ზაფხულის დილა. ნამის წვეთი გვეცემა ზეცით,
გვეალერსება დედაბუნება.
ზღვაში შესვლა კი არ აშინებთ ადამიანებს,
შიგ შეცურულთა არდაბრუნება...
თუ ველოდებით ჩვენ სიცოცხლის მძიმე დასასრულს,
ეს უფლისაა განკარგულება,
სიკვდილის შიში კი არ გვზრავს ადამიანებს,
მიცვალებულთა არდაბრუნება!...



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

მეც შემზარააააა sad
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი თამუნა

ErckeMydass25
მეც შემზარააააა sad

ეს ლექსი ახლობლის ხსოვნას ეძღვნება, და სულ ის მახსენდება ამ ლექსის წაკითხვისას. sad
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№3  offline ადმინი შამანი

ტკივილით სავსე ლექსია :((
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent