შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ლექსები


17-04-2015, 00:10
ავტორი თამუნა
ნანახია 2 093

1.ია შევკარი კონად ლამაზად,
ფურისულებმაც დახარეს თავი.
ვარდმა კოკორი აახასხასა,
და უცაბედად მოვარდა ქარი.
და გრძნობაც ჩემი ქარიშხალს ჰგავდა,
ვიდრე კამკამა პატარა წყაროს.
ყველამ იცოდა რომ მე მიყვარდა,
მას კი არ სჯერა „_პატარა ხარო!...“

2.როგორ მიყვარდა, როგორ ვუყვარდი,
ახლა ამაზე საუბარს ვბედავ.
როგორ მინდოდა მე ვყოფილიყავ,
მისი ლამაზი შვილების დედა!...

3.აპრილის ღამეს ქუჩაში მარტო სეირნობს წვიმა,
აქეთ ქალ-ვაჟი მორონინებს, ლამაზად, წყვილად...
აპრილის ღამე ნაწვიმარი, ნანატრი დილა,
შენ დილა იყო, მე კი წვიმა და დაგვაწყვილა!...

4.
ლამაზ თვალებს არ უხდება ცრემლები,
მაგრამ რა ვქნა? დამისველე ხელებიც.
გთხოვ გაჩერდი, გამიქარვე დარდები,
ცოტა უკან, თორემ შემიყვარდები!...

5.წამოჰყოლოდი თოვლის ბაბუას,
და ჩაგეკარი ძვირფასო გულში.
ახალწლის ღამეს მსურდა მენახა,
წერილი მაინც, საფოსტო ყუთში!...

6.
მცივა...
ეს გულის სიცივეა
და გული მტკივა...
მიჭირს უშენოდ სიარული,
თენდება დილა!
დღეს ჩემს სიყვარულს
გასაქანი რომ ჰქონდეს ნეტავ,
სანამდე მივალთ?!...

7.შენთან ჩხუბიც კი მომენატრა,
და ჩხუბის შემდეგ ჩახუტება.
გულის ტკივილი მომეძალა,
ტკივილი, რომელიც არ ყუჩდება!...

8.ყველა ოცნება, ვიცი რომ ხდება,
გულით ნანატრი ახდება ჩემიც.
შენ არ იქნები ძვირფასო ჩემთან,
მაგრამ ყოველთვის იქნები ჩემი!

9.
სანამ ფრთებს გავშლიდი, არ ვიცოდი,
რომ ფრენა არ შემეძლო...
ნეტა არასდროს გამეშალა ფრთები
და ეს არ შემეტყო!...

10.შენს სიყვარულს ველოდები,
ისევ შენთან მსურს.
მოგონებებს ვეფერები,
ესღა დამრჩა სულ!...

11.მინდა ვარსკვლავთა თაიგული შევკრა,
უმთვარო ღამეს საჩუქრად მივართვა.
მერე წვიმად ვიქცე და მასთან მივიდე,
ვინც ერთ დროს წვიმაზე ძალიან მიყვარდა!...



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

პირველი, მეხუთე და მეექვსე ლექსი ძალიან მელამაზა და მომეწონა love განსაკუთრებით მომეწონა... მაგარი იყო <3
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი თამუნა

ErckeMydass25
პირველი, მეხუთე და მეექვსე ლექსი ძალიან მელამაზა და მომეწონა love განსაკუთრებით მომეწონა... მაგარი იყო <3

მეხუთე მეც განსაკუთრებულად მიყვარს love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№3  offline ადმინი შამანი

მშვენიერი ლექსებია love love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent