ცნობილი მწერლების ლექსები სიყვარულზე
შოთა ნიშნიანიძე - პატარა იყავ და ამიტომაც... ... პატარა იყავ და ამიტომაც თუ ვერ გამჩნევდი, მეპატიება... რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და რომ გიყვარდი, როდია ჭორი, ან ქარაგმულად თქმული იგავი... მიუწვდომელი და შორზე შორი, შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი. როდესაც ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, შენ დაგინახეს სულ ყველამ ერთად: გულმა, თვალებმა და სიჭაბუკემ. და შეიცვალა ჩვენი როლები, შენ გამირბოდი, მე გდევდი ბოლოს... შენ წითლდებოდი და ათრთოლებით უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე, დაგკარგე, დამრჩი ნატვრა მარადი... თვალებში როცა ჩაგხედე კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი ოთარ ჭილაძე- გარეთ ისევ წვიმს გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა, გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები, მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს. გარეთ კი წვიმით სველი აბრები აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს. მეც აღარ მინდა, რომ სხვას დაბრალდეს ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ. გათავდა აღარ ჩამოგეხსნები, არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე-სულში. ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც... შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ-ოთახში ჰაერზე მეტი! ტერენტი გრანელი - მე შენზე ვფიქრობ მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა ძვირფასო რისთვის დაიგვიანე, ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია ახლა ქარები არხევენ ტირიფს მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს, ასე გაივლის წამება, ოხვრა შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები... თუმცა იქნება ღამე წამების ღამე სასტიკი და ულმობელი და ეს თვალები, ჩემი თვალები ლურჯი თვალები, ისევ მოგელის... გალაქტიონ ტაბიძე - მერი შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო, ვით შემოდგომა! აფეთქებული და მოცახცახე იწვოდა ნათელ ალთა კრებული, მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე იყო იდუმალ გაფითრებული. იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა, ვარდთა დიოდა ნელი სურნელი. მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა სხვა არის ლოცვა განუკურნელი. მესმოდა შენი უგონო ფიცი... მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა... ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი, ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა? ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა... იყო ობლობა და შეცოდება, დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა. ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა! ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა. ნაბადი ტანზე შემოვიხვიე, თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს... ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე ღონემიხდილი მივაწექ კედელს. ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები. და შრიალებდა ტოტი ვერხვისა რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი! ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, - ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი. ვთქვი: უეცარი გასხივოსნება რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები? რად აშრიალდა ჩემი ოცნება, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები? ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი, ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს? ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი, ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”? ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული, და... მე ავტირდი, ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.