შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთო მოვეთრიე


29-04-2015, 02:05
ავტორი usazgvro
ნანახია 10 403

ცოდვით დავთვერი და აქ მოვეთრიე,

ფეხზე ვერ ვდგავარ ისე ვარ მთვრალი,

ღმერთო შენს სახლში შემოვეთრიე,

მინდა გავსწორდეთ, მომცე ჩემი ვალი.



ცოტა თუ გჭორავდა მასთან ნათელია,

გოლგოთის მთას რომ თელავდი ჯვარით,

ცოდვები მარტო როცა გათელინა.

ვის ანაღვლებდი, გკიცხავდნენ ჯავრით,



რისთვის შეეწირე ასეთი მარგალიტი?

მათთვის ვინც მცირე ვერცხლზე გაგყიდეს

ნუთუ ღირდა ხალხისთვის ასეთი მაგალითი,

რომელთაც კვართი კამათლით გაყიდეს.



ამას აქ რა უნდა? ყველა მე მიყურებს

რამდენის აქ ყოფნა უბრალოდ მოდაა,

მათი ჩურჩული სმენას მიყრუებს

გულში მლანძღავენ და ერთი მოთქმაა.



თქვენ ლაპარაკზე მწარედ მეცინება,

ვერც კი შეამჩნიეთ რამხელა ბოდვაა,

აქ შემოვედი და უცრემლოდ მეტირება,

ამ გულში მთელი სამყაროს ცოდვაა.



რწმენა შემერყა ყოვლად ძლიერო,

მე ხომ არ მითქვამს სიცოცხლე მაჩუქე,

გთხოვ ეშმაკებთან გამაძლიერო

მომხედე თორემ სული სხვას ვაჩუქე.



სული დამიბნელა ამდენმა უნდობლობამ,

ხალხის სიძულვილმა ზეცამდე ამოფეთქა,

სისხლი გამიშრო ამ დაუნდობლობამ,

და ჩემშიც ამ ზიზღმა ლავად ამოხეთქა.



ჩემში ეშმაკმა ბინა რომ დაიდო,

მკაცრად მიბრძანა მე უნდა მადიდო,

არ მინდა ღმერთო, რწმენაზე დიდო,

შენმა შვილმა რომ სულ სხვა ვადიდო.



პასუხისმგებლობას ჩემზე ვერ ვიღებ,

თუ დამეხმარები, ცოდვებს გამიგებ,

მე ჩემს რწმენაზე ხელს არ ავიღებ,

ჩემი სულის მსხვერპლს შენთვის გავიღებ.



ჩემი მუდარა ღმერთო ნუთუ არ მოგივიდა?

როგორ მოვიქცე მიმანიშნე რა მოგივიდა?

ასე ცხოვრება ყელზე ზემოთ ამომივიდა,

ბევრი ვეცადე მაგრამ არა, არაფერი გამომივიდა.



შენ რომ შემპირდი ჩემთვის ის მზე როდის ამოვა,

ხორცის სახლიდან ეს სატანა როდის გამოვა,

ჩემ უდაბნოსკენ შენი წყალი როდის წამოვა,

აქვე მიშველე სანამ სული განკითხვად მოვა.



ყველა ცოდვას გეტყვი გთხოვ რომ მომისმინო,

ჩემში მცხოვრები ურჩხული მოისმინო,

აღარ შემიძლია მეტი მოვითმინო,

მთელი წარსული მსურს ხოხვით მოვიფრინო.



მე პატიოსანს გარყვნილად ვქმნიდი,

სულის სიწმინდეს ცოდვას ვაცმევდი,

აქამდე მე შენ უბრალოდ გთვლიდი,

შენზე საუბარს სულ ზურგს ვაქცევდი.



მე ქალთა გულებს ურცხვად ვლახავდი,

ამით მეგონა რომ ბევრს ვნახავდი,

რას ვიფიქრებდი თუ შეგლახავდი,

ამ სულს ბინძურით რომ გავლახავდი.



სულის სარკეში ჩემ სულს განახებდი,

ჩემ შინაგან მეს ამ ხალხს ვანახებდი,

მეგონა ამით გზას დავანახებდი,

და ყველას თავის ცოდვებს დავახევდი.



მე ჩემი სულისთვის არაფერს ვქმნიდი,

ახლა კი არ ვიცი როგორ შევიცვალო,

გამასამართლე მზად ვარ ღმერთო მიდი,

შენ სტუმრად მინდა გარდავიცვალო.



ღმერთო მაპატიე რაც კი დავაშავე,

ამდენი ბინძური ფურცელი გადავშალე,

ამ ყველაფერში მე არ ვარ დამნაშავე,

ეშმაკს ვერ ვძლიე და ის გააშავე.



წმინდაო ნიკოლოზ შენ წინ ქედს ვიხრი,

შენ ხომ მოიპოვე სიმდაბლით სიმაღლე,

რატომ არ მითხარი საფლავს რომ ვითხრი,

ჩემში ყველა წმინდა ჩრდილში რომ მივმალე.



წმინდაო გიორგი ტყვეთა განმათავისუფლებელო,

აქამდე ნეტა რატომ არ გიწამე?

გევედრები ამ სატანისგან გამათავისუფლო,

ღვაწლით შემოსილო Dდიდო მოწამე,



ქართველთა მხსნელო წმინდაო ნინო,

შენი ცხოვრება ხომ ჩვენს ღმერთს გაატანე,

ზიარება მინდა აღარ მსურს ლოთის ღვინო,

გემუდარები მეც ღვთის გზა გამატარე.



ჩემო ღვთისმშობელო ჩემო მარიამ,

ჩემ სტუმრად ისევ ეშმაკნი არიან,

ნუღა დამტოვებ უშენოდ ქარიანს,

აღარ მსურს ვებრძოლო ცხოვრებას ავდრიანს.



მთავარანგელოზო წმინდაო გაბრიელ,

დიდო მთავარო ზეცისა ძალთა,

ყოველი ბოროტი ჩემში დაარბიე,

მასწავლე ჩემი სიწმინდის მართვა.



მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა,

ნუ შემიყვანებ მე განსაცდელსა,

მეც მამყოფე შენ სახლს შინა,

ნუღა მანახებ გზას ასაცდენსა.



ვედრების ხატთან მე დავიჩოქე,

ამაღლებამდე ხოხვით მივედი,

ყველა ჩემი ცოდვა შენს წინ დავაჩოქე,

მე კვლავ ვიპოვე შენში იმედი.



მე ვერ ვიხილე თავად იესო,

მაგრამ სათქმელი აღმაწერინა,

კალამი მომცა მითხრა თქვი ესო,

და თავის აზრი დამაწერინა.



შენ სიცოცხლეში ყველაფერს მიხვდი,

შენ მისიადაც ეს ავარჩიე,

ამ ქვეყანაში სწორ გზამდე მიხვედი,

და რაც მინდოდა ის გაარჩიე.



რადგან შენ ჩემთვის იწყე გალობა,

ჭეშმარიტებაც ჩემში იპოვნე,

ამ ყველარისთვის გეტყვი: მადლობა,

ცოდვებს შეგინდობ შენ მე მიპოვნე.



ვინც სწორად ცხოვრობს ჩემთან ავიყვან,

ყველას ვინც რწმენა სწორად დაზვერეს,

ხელში აყვანილს სწრაფად გავიყვან,

არ გაუძნელებ არცერთ საზვერეს.



შენ მათ უთხარი ვინც მე დამივიწყა,

მობრუნდნენ თორემ გვერდზე გავრიყავ,

და მათ ვინც თავის სული დაივიწყა,

ჯოჯოხეთისკენ ქვევით ჩავიყვან.



შეწყვიტონ თავის სულების გმობა,

არცერთს არ აცდება ერთი ხელისმოსმა,

ყველა პასუხს აგებს რომ დაკარგეს ნდობა,

იცოდნენ ახლოვდება ჩემი უკან მოსვლა.



მთავარი სათქმელი ღმერთის ასე იყო,



მიწა იყავი და მიწად იქმნები,

მუდამ გახსოვდეს რომ სული არ გარიყო,

და სამოთხეში ჩემთან იქნები.



ლექსი ბაჩო ზაქაიძე



№1  offline წევრი ნათი_

როგორ მიყვარს <3

 


№2 სტუმარი lile

ძალიან მაგარი ლექსია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent