შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოიგაზაფხულებს


7-05-2015, 12:37
ავტორი ყიფი-ანი
ნანახია 2 084

ცამ ჩამორეცხა ნისლიანი მოლოდინები,
ჩემი ფიქრები ხშირად ფაფუკ ღრუბლებს მაგონებს,
ოცნების ჩრდილქვეშ დამეკარგა მზისფერი ზეცა,
ბევრი ვეცადე, ვერ დავეწიე წარსულ ვაგონებს . . .

არის ცდა ფუჭი,უსასრულო და უნაპირო,
აბობოქრებულ, აქაფებულ ტალღებს ამდორებს,
დაღლილი ისევ ძველ მეგობარს ვესაუბრები,
გაცრეცილ მთვარეს,მრავალ უხმო ნატვრათ გამგონეს . . .

ესმის, უჩუმრად როგორ ბოდავს ცოდვის აჩრდილი,
იმ ჯერაც უთქმელ აღსარებას,სულს რომ ამძიმებს,
დგანან ხეები მარადიულ სანთლებით ხელში,
კელაპტარები ჩაოჰგვანან წმინდა ბარძიმებს . . .

ვარსკვლავებს მოსწყდა მოციმციმე ლამპიონები,
წყლის სურნელია,ალბათ ისევ წვიმას აპირებს,
ნაზი ჰანგები უკითხავად ეღვრება ქუჩას,
ციცქნა წვეთები ფაფუკ ღრუბლებს გაინაპირებს . . .

მელანქოლია სინანულის გადმოჰყვა ზამთარს,
სისველე დღეთა შეერია ბუნების ფერებს,
თანდათან მწვანემ დაივანა ფოთოლთა ფარჩა,
თუმცა ვიღაცა მაინც ითბობს ბუხართან ხელებს . . .

არშიყი სიო,დათაფლული და მოალერსე,
მინდვრად გაფანტულ ყვავილთა გუნდს ქროლვით აძგერებს,
სუსხის თალხს იხსნის გაზაფხული კეკლუც ქალივით,
ბოლო არშიაც, მალე ნამდვილ სახეს გვაჩვენებს . . .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent