შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს იყო ჩვენი პირველი ტანგო...


18-05-2015, 20:07
ავტორი Anna)))
ნანახია 3 900

ეს იყო ჩვენი პირველი ტანგო,
შენი ხელები ჩემს გაშლილ თმაში,
მე შენ არასდროს ,არასდროს დაგთმობ,
ყოველ შენს სუნთქვას უჩუმრად დავთვლი.
ეს იყო ჩვენი პირველი ტანგო,
შენი ტუჩები თბილი ჩემს შუბლზე,
ამბობ :,,არასდროს დაგტოვებ მარტო''
და ეს სიტყვები დაგეტყო პულსზე.
ეს იყო ჩვენი პირველი ტანგო
მახსოვს,რომ მოვწყდით წამით სამყაროს,
არ ვიცი ვიღაც ურჯულო რატომ
ცდილობს ერთმანეთს უხმოდ გაგვყავროს.
ეს იყო ჩვენი პირველი ტანგო
ათრთოლებული ხელები წელზე,
ვცდილობ რომ გრძნობა თავიდან ვმართო,
მაგრამ უშენოდ წამითაც ვერ ვძლებ.
ეს იყო ჩვენი პირველი ტანგო
წვიმის ხმისა თუ მუსიკის ფონზე,
იმ დღის მომენტებს ზედიზედ ვაწყობ
და ვეღარაფრით მოვდივარ გონზე.
ეს იყო ჩვენი პირველი ტანგო
ერთი ,ორი თუ სამი ნაბიჯი,
შენს ჩახუტებას უჩუმრად ვლამობ,
ჩამეხუტე და უცებ გავგიჟდი.
ეს იყო ჩვენი პირველი ტანგო
ჩემი და შენი , ჩვენი ერთობის,
ვფიცავ არასდროს დაგტოვებ მარტო,
ჯანდაბა ყველას -შენში ვეფლობი.


ეს იყო ჩვენი პირველი ტანგო,
მე შენ არასდროს არასდროს დაგთმობ!!!
ანა ზეიკიძე



№1  offline წევრი ელლ

აღვფრთოვანდი კიდევ ერთხელ

 


№2  offline წევრი Anna)))

.... ...
აღვფრთოვანდი კიდევ ერთხელ

მადლობა ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 


რა მაგარია, მიყვარს ტანგო და უკვე ეს ლექსიც love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent