აფხაზეთის დღე
აფხაზეთის ნანგრევებს მივუყვები სიზმრებში, გზაზე მიმოუფანტავთ ხმადაცლილი ტყვიები, დედებმა რომ იტირეს დღესაც მახრჩობს ფიქრებში ჭაბუკების სისხლით რომ გადაწითლდნენ იები. ქართველები ზარ-ზმანებს სამრეკლოში რეკავდნენ, მიწამ დაისამარა ჭაბუკების ცხედრები, მშობელ მიწას ბიჭები პანტა-პუნტად ეყარნენ, პატრიარქი გვიცოცხლე,ღმერთს ამას ვევედრები. რეკენ საქართველოდან,რეკენ უბედურებას, ქართველების ჩახოცვით გაგვითელეს მხნეობა რა შეგცოდეთ უფალო ამდენ უკეთურებას? ღვინით გვსურს ავიმაღლოთ დამარხული ზნეობა.. დატანჯულო სამშობლოვ,ნაგლეჯებო ქართველთა კახეთს, მცხეთას, თბილისს, სოხუმს გვიმწარებდნენ უღმერთოდ, გამარჯვების იმედით ხანძთას მტრედი აფრინდა, ვით ბექობი არწივი, სოხუმის ცას მუნ ვენთოთ. დაუნდობლად გვხოცავდნენ, მაგრამ ისევ ავდგებით, ჰიმნს რომ დავემღერებით, პოეზიის სუდარით, ღმერთს ვევედროთ რომ აწ–და, ისევ ფეხზე დავდგებით, ისევ ფეხზე დავდგებით უფლის კალთის მუდარით. ბრძოლა ვისღა ახსოვდა,ომში ძმა-ძმას გაექცა, ბედკრული ქართველობა დღესაც მძიმე ჯვარია, 8 აგვისტოს,9 აპრილს,ოჯახები დაგვექცა, გეყოთ,ჩემი სამშობლო ომით გადამწვარია. გაბრწყინებას მოველით,ისევ ისე,იმედით, სამართლიანობისთვის,გამყიდველის მხილებით, გალაქტიონს ხომ ეპყრა ჩვენი ყოფის კალამი, მელნის ნთხევით დაგვავიწყა მარად მქონე ვარამი! დადიანი ისევ ჩვენთვის დაიხრუკა მზეში, მტერმა მაინც დაგვიგუბა სისხლის მძიმე თქეში! ჩვენი ქვეყნის სიყვარულით,მამა ღმერთის რიდით, შენდობისთვის,წმინდა წყალზე ვივლით რწმენის ხიდით. გამარჯვების ყანწით მოვსვი სისხლნარევი ღვინო ალექსანდრე ჭავჭავაძის სიყვარულის სკამში, ჯავახეთს შევეგებები ძღვენით წმინდა ნინოს, პატიარქის საგალობლით უფალს ვვედრებ ცაში. რომ სამების ხარაჩოებს მტრედი აღარ გამოსცდეს, გთხოვ შემინდე უფალო, თხოვნა თუკი წამომცდეს რომ ლექსებით ვისულდგუმელებ მანამ წავალ სამოთხეს, ღმერთო შეგთხოვ ეს გული,აფხაზეთით გამოთბეს. ოთო გურგენიშვილი მეგობრებო ახალი ვარ <3 მინდააა შესანიშნავიი პოეტის ლექსით დავიწყო აქ "მოღვაწეობა" <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.