ნიკო გომელაურის ლექსები
იუდა როგორი იყო აბა რა ვიცი, ასე ამბობენ ჰქონდა წვერები, ორი ათასი წელი განვიცდი , ჩარევა არ ღირს მაგრამ ვერევი. როგორ აკოცა უფალს ლოყაზე, ცოტათი მაინც მორიდებოდა, მეზიზღებოდა ხოლმე მოყვასი, მაგრამ ღალატი არ მინდებოდა. არადა კოცნის არადა ყიდის, იცის მოკლავენ,განა შტერია, ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის, თავის სიმცირეს ვერ მოერია. ისტორიაში დარჩა იუდა, დღესაც აქ არის არ გაიგუდა. ................................................................................................................... *** როცა მიხვდები,რა გსურს, როცა მიაღწევ მიზანს, როცა შვილს ნახავ ზრდასრულს, როცა ოჯახი გხიზნავს. როცა შენდობას შეძლებ, როცა გაუგებ ყველას, როცა არავის ეძებ, როცა არ ითხოვ შველას. როცა ვერ გაფრთხობს წნევა, როცა კნინდება ჟინი, როცა დინჯდება ქცევა, როცა გულს სჯაბნის ტვინი, როცა არ გახსოვს შიში, როცა არ გერჩის ცოლი, როცა ვერ ილხენ ლხინში, როცა აღარ გყავს ტოლი, როცა უაზროდ ხვნეში, როცა ბუტბუტებ შენთვის, როცა თავს ვერ ფლობ ხელში, როცა ცრემლს ცრემლი ერთვის, როცა ელვის დროს არ თრთი, როცა თვალს არ გტკენს მტვერი, როცა მტრისა გაქვს ხათრი, როცა არ გებრძვის მტერი, როცა ჭერამი ჰყვავის, როცა ჯერ ნაზი რტოა, როცა გაიგებ ჩხავილს, იქნებ წახვიდე დროა?! (1999) ................................................................................................................... *** ნახე,როგორ მოუწყვიათ ბინა, ჭერზე ბროლის ჩამოკიდეს ჭაღი, ფარჩის ფარდით დაუფარავთ მინა, ვარდის ბუჩქით გააშენეს ბაღი. როიალი ძველისძველი, ტახტი-რომელიღაც ლუი, არ შეახო სერვიზს ხელი, (რომ თქვა,რა ღირს,-იტყვი-უი!) ძვირფას ქურრქისთვის-ოქროს საკიდი, სეროვის ტილო თვალს ეფარება, ერთი რამ დარჩათ მხოლოდ საყიდი, -ის,რასაც ჰქვია ბედნიერება. (1999) ................................................................................................................... ჩემი ღვიძლი არ გინახავთ? ვის ვკითხო,სად გავიგო? კოლბაში ხომ არ ინახავთ? -არა,სპირტმა წაიღო. არ გინახავთ ჩემი ჭკუა? ვისთან დაიბინადრა, ჟანგამა ხომ არ შეიტყუა? -არა,ცაში ფრინავდა. ვინ აიღო ჩემი თვალი? არ არის სათამაშო, გამეხუმრა,ალბათ,რძალი... -არა,ცრემლმა დააშრო, სად წავიდა ჩემი გული? ბოიკოტი გამართა? თუ სხვა ნახა საბარგული? -არა,ქალმა წამართვა. ................................................................................................................... ზოგი ქალი მისდევს ტრანსპორტს, ზოგი ქალი მოდას, ზოგი ათრევს მძიმეს მარტო, ზოგო არჩევს godar-ს, ზოგი ქალი kent-ს ეწევა, ზოგი კენტად ცხოვრებას, ვინ დააკმაყოფილებს, ჩემს მომთხოვნ გემოვნებას. აი,შორს მოდის ვიღაც ქალი, ასეთი არ მყოლია, რომ შევავლე კარგად თვალი, თურმე ჩემი ცოლია. ................................................................................................................... დაბარდნილია ცა ვარსკვლავებით, მთვარე წააგავს უდაოდ ნამგალს, ჩამებღაუჭა დარდი მკლავებით, ასე მგონია უდანოდ დამკლავს. როდესაც ბოცა უკვე იცლება, როდესაც მტოვებს ბოლო სტუმარი, სარკესთან მიწევს იმის მტკიცება, რომ სიყვარულის შემწევს უნარი. სარკიდან მწვავენ ცივი თვალები, მიჭირს ფოკუსში მათი დაჭერა, ჩვენ ორივენი ვდგავართ მთვრალები, და ერთმანეთის არცერთს არ გვჯერა. გამოხედვა გვაქვს ორივეს მკვახე სისხლი ივლისის მზესავით ცხელი, ერთმანეთს ვურტყამთ-ემსხვრევა სახე, მე კი,უბრალოდ მეჭრება ხელი. ................................................................................................................... ჯერ რამდენიმე სტროფი, ჯერ რამდენიმე ფრაზა, და მერე ღვინის შტოფი, და მერე თუნდაც ვაზა. ჯერ თუნდაც ერთი შვილი, ჯერ სულ მცირედი გარჯა, და მერე უკვე ძილი, და მერე წლების ხარჯვა. ჯერ უნდა შეცდე ცოტა, ჯერ უნდა გქონდეს ბრალი, რომ აღიარო ცოდვა, რომ მოიხადო ვალი. თავის ჯერი აქვს ზღვასა და ხმელეთს, სული გახსნილი,სული ფარული, მხოლოდ ერთი რამ,მანამდეც მერეც, -სულ სიყვარული,სულ სიყვარული... ................................................................................................................... რას გაგვიტრაკე,ნიკოლოზ ჩემო, შენი განცდებს დასერილ რითმით? ხანდახან მინდა მაგრად რომ გქცემო, გირტყა კომბალი და არა სიტყვით. შექსპირი მოგყავს მოწმედ და მრჩევლად, ამბობ,იცნობდი პირადად ჩეხოვს, ამ დროს ხალხი ჰყავს ვიღაცას მძევლად, და ნაწილ-ნაწილ ჰპირდება ჩეხოს. როდენი ვარო-იკვეხნი ისე, შეუტოკებლად წამითაც წარბის, მერე შოპენი გახდები მყისვე -ჯამბაზობაში ცხოვრება გარბის. იმდენი,შენ რომ დაწერე სმაზე, გამოათრობდა მწერალთა კრებას, ან და ის გოგო რად გააბრაზე, ვინ გაძლევს,ძმაო,შენ ამის ნებას? დასტირი სევდას,უყვირი ღრუბელს, შორიდან ელი საკუთარ ექოს, რატომ არ იდგამ მორჩილის უღელს? -ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გეყოს. ................................................................................................................... მე არ ვსვამ ღვინოს,ღვინო თვითონ მსვამს, -ეს მე მოვპარე ტიციანს გუშინ, მე საკუთარ თავს ვაყენებ ზიანს, მაგრამ სხვასავით არა ვარ მრუში. მე არ მიზიდავს გმირთა სქოლიო, მე არ მჭირდება ქებათა ქება, რაც კი ისმევა, უნდა დავლიო, იქნებ ამაში ვიპოვო შველა. აღარ მიყვარხარ,აღარ ვწერ ლექსებს, ალბათ,ამიტომ დამყვება დარდი, მე ვერიდები უაზრო ექსცესს, და მიკვირს ასე რატომ გახარბდი. მინდა ინანო...ამ დროს არ მინდა, შენ მინდა იყო ყველაზე კარგად,\ ღირდა კი?ღირდა?მითხარი ღირდა? მთა რატომ გინდა აქციო ბარად? შენ ხომ ჩემი ხარ?-ვიცი,არა ხარ, სხვისიც რომ არ ხარ!-დარჩი შუაში, როგორ მიყვარდი,ახლაც მიყვარხარ, რას იზამ მგელსაც ცვლიან ტურაში. ძლივს მომევლინა დღეს დილით რითმა, და დამიკარგა უეცრად მამამ, მან უცნაური სიტყვები მითხრა: -არ მეყვარები,ლექსებს წერ სანამ. ................................................................................................................... ბაღში ცრემლი რომ ჩავყარო, ვიცი-იხარებს ტირიფი. უცნაურია სამყარო, ცხოვრების გზა კი ირიბი. თუნდაც კეთილი რტო დავრგო, მაინც წალეკავს მდინარე, ვიცი,ლექსი რომ მოვქარგო, შენ ვერ გაიგე- მძინარე. ლექსი მოსავალს მპირდება, დღედაღამ რითმებს რომ ვთოხნი, ჩემიანს ეს არ სჭირდება, არის ქონების მომთხოვნი. ვერ გამიგია,რას ნიშნავს ''კვოტა'',''ბარტერი'',"ტარიფი", ვიღაცისთვის ვარ (რა მიშავს) "ძაან მაგარი არიფი". .................................................................................................................. შენით დამეწყო ახალი ერა, აღარ მჯეროდა,ახლა კი მჯერა, სხვას ვერ დავუთმობ შენს თვალებს,ვერა, არ მომბეზრდება შენს ხიბლზე წერა. მე აღარ მკორტნის სიზმარში ძერა, მზეს გავუსწორე უშიშრად მზერა, შეხება შენი,სურნელი,ცქერა, ჯილდოა ჩემთვის დალალი ქერა. ახლო ვერ მოვა ქალღმერთი ჰერა, მისი ფასი გაქვს შენ თითი ცერა, ხარ სიყვარულის სათბური,კერა, სხვებმა იკითხონ,აბა მე...მე რა? _________________________________________________________ სიზმარია ცხოვრება -ხვალ არ გემახსოვრება, "მიყვარს,ჩემი ქალია" -ამბობს როცა მთვრალია. როცა გამოფხიზლდება უკვე შვილიც იზრდება, მერე ისევ დათვრება, უკვირს:რა ემართება? ნატრობს ფულის მარწუხებს, სხვა სულ აღარ აწუხებს. ყველაფერს ცოლს აბრალებს, დარბის,ეძებს სხვა ქალებს. პირჯვარს იწერს ტაძარში, მერე კაცს კლავს აზარტში. სხვის ცრემლებზე არ ღელავს, გადაგივლის,გაგთელავს. ვერ მეტყველებს ქართულად, ვერც ლექსებით გართულა. მისთვის ტლუ და ცუდია -ვინც არა ხელმრუდია. სინდისზე აქვს ნიჟარა, მგელთან არის მშიშარა, კრავებთან კი მგელია -ნამდვილი ქართველია! მოკლედ არის არსება, მე რომ არ მევასება. ========================================================= დედას ვინ დამბადა ასე ფლიდი, ასე წყნარი,ასე დიდი, ასე ცუდი,ასე კარგი, ვინ მასწავლა ასი დარგი? ვინ აბრალებს ძუძუს წყევლას? და მიწუნებს ცოლად ყველას? ვინ ჩამარტყამს თავში უროს (ასე ჩემთან სხვა ვინ ხუმრობს)? ან იმ ღამეს ვინ გამათბობს, მე ჭაღარა რომ დამათოვს? ვის დავუთმობ ზედმეტ სიტყვას... ვერც ავუხსნი ,როგორ მიყვარს. ვინ იქნება მუდამ ახლოს, მაშინაც კი შორს თუ სახლობს?.. ვინ იქნება?-ვინ და დედა, თორმეტ ივლისს დამებედა. _________________________________________________________ нет крови жилах у мужчин! у женщин молоко и слёзы сохнут! свечой хотим замять грехи... А после вновь пуститься в омут... тупой в цене!-с высока тупит. аристократ нудит усталый, патриот патриотом убит, вокруг одни лишь генералы. немощные неучи на троне все убийство щедро оплатили. нищий у нищего просит кроны, снова в доволь вырыты могилы. страна моя расчленённая, расхищенная,сажённая хата... разве не так? разве не так ребята?! вот,отчего у наших мужчин не осталось крови... вот,отчего молоко и слёзы сохнут у женщин... ................................................................................................................... меня покинул друг, и к небесам понёсся... не опуская рук, себе твержу- прорвёмся! меня покинул брат взгляд бросил злобно,косо, но я сильней стократ, и говорю-прорвёмся! меня покинул дух, кровь хлынула из носа, но повтаряю вслух, всё ерунда-прорвёмся! меня покинул сон, бессоница несносна, печаль гоню я вон, кричу во тьму-прорвёмся!. меня покинул сын, и дочь за ним без спроса. хмельной сижу один, но всё ж хриплю -прорвёмся!. А главное- она ушла,сказав:"не бойся, не вспоминай меня и повторяй-прорвёмся"... ...но мне ведь вместе с ней хотелось с жизнью драться... тепер хоть пой,хоть пей , куда там прориваться... ................................................................................................................... выпю,выпю море! обкурюсь туманом! я со всеми в ссоре,- я дружу...с вулканом. окунаюсь в лаву, вынырну нескоро высату и славу, уступаю горам, но когда обмою в лаве свои кости, двери всем открою- приходите в гости,,, огненные строки раздарю на память, позабудем склоки - в часьте будем плавать!.. сольнце будет рада, тьма же будет в горе, ...но сначала надо, надо выпить море... ................................................................................................................... хочется пожить немножко... но смотря на путь-дорожку, что ведёт по жизни нас- досчитать мне до раз, досчитать бы :"раз,два ,три..." но взрывается внутри то ль тривога,то ли боль... и съедает словно моль. потихонку,по чутб-чуть уменьшается мой путь. уже тропы,круче скалы, всюду-трупы и шакалы, жизнь идёт,как ранше шла- царсво тьми и город зла! бледные ребячьи лица- лишь би им не обозлиться на людей,на жизнь ,на Бога- вот моя болезнь,тревога! ну а я-врагам прощу. жён чужих не обольщу, допишу лишь книгу эту- и пойду гулять по свету, и возьму судьбу под руку- верную мою подругу. я в глаза пускал ей пыль: небыл выдавал за был. а сейчас-тоска и...срам. подчиняюсь ей я сам. ................................................................................................................... ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა და იმის მერე ვაწყდებით ნაღმებს... სიჩუმე ხეთქავს ყურის ბარაბანს, მცდარი ვნებებით ვიგუდავ ნაღველს. ტონით მონურით, მონოტონურით, მე მასწავლიდნენ-რა შემერგება... ვუსმენდი, ვთმობდი,- თუმცა ვერ ვგრძნობდი... ჯერ არ მყოფნიდა ალბათ,შეგნება. ვიღაცა რწმენას იღებს იჯარით, სასუფეველში ადგილს ,,იბევებს". გამოზუთხული,ხშირი პირჯვარით ცოდვა არ იკლებს,ცოდვა იბევრებს. ფარისეველი ტაძარს აშენებს, ოქროს ათეთრებს,ოქროს აშვიდებს, ეს,არ მგონია მეც დამამშვენებს, ეს არ მგონია,მეც დამამშვიდებს. როცა ასაკი დამინთებს სანთელს, უსასრულობა გახსნის დარაბას, ნეტავ,ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს, ღმერთს,თუ ბარაბას?.. ................................................................................................................... რომელია დეგა? ვერლენი ვინ არი? რის ლოპე და ვეგა?! რაის რენუარი?! ზღაპრის კეთილ გმირებს, აღარ ჰბაძავს ბავშვი... ტყის ქორბუდა ირმის, გაგისინჯავთ ხაში? ბერლიოზს და ვაგნერს ჩვენთან ფანი არ ჰყავს. -ოქროს თევზი გაბრდღვნეს, მიაყოლეს არაყს... ნატვრის თვალი ჩაქვრა. დაბრმავდა და იწყენს... ქატო არის აქა, ჭირიც აქვე ილხენს... ორერა და რერო! მრავალჟამიერო! რად დაგიჯდა ,,ზერო"... უჰ,შე,БЕДНЫЙერო!!! ................................................................................................................... კაცებს აღარ გვაქვს ძარღვებში სისხლი, ჩვენს ქალებს რძე და ცრემლი დაუშრათ. სანთლის დანთებით ვმალავთ ჩვენს სირცხვილს?! დაუშვებელი,ვცდილობთ დავუშვათ?! ტლუმ გაიხარა,თავს ვერ სცნობს მეორე ტლუში, არისტოკრატი შეშინებული და პირმყრალია. პატრიოტები ერთი მეორეს ესვრიან ზურგში, ყველა მეორე გენერალია... უსუსურები გამეფებულან და უვიცები. გადახდილია ფული ტყვიებში, ფული სიკვდილში გადახდილია. მათხოვარი სთხოვს ხურდას მათხოვარს და საფლავები კვლავ გათხრილია. ჩემი ქვეყანა გადაფლეთილი, გაძარცვული დამწვარი ყანა... ასე არ არის,ხალხნო? ასე არ არის,განა? აი,ამიტომ აღარ აქვთ ჩვენს კაცებს ძარრვებში სისხლი, აი,ამიტომ რძე და ცრემლი დაუშრათ ქალებს. ................................................................................................................... მე მზადა ვარ გავემგზავრო !.. -ცოდვა მიმაქვს ბარგად. არ მინდა ვიდინოზავრო... თქვენ იყავით მაგრად! ვცდილო,გავასწორო ფრთები, რომ გავბედო ფრენა... დღეს სიფხიზლით უფრო ვთვრები -უფრო მიჭრის ენა. ჰოდა,მოდი,გამატანჶტ, რა გადავცე იმათ? მაპატიეთ,რაც კი გავნეთ... მალე მოვალ წვიმად.... ოქროსი თუ არ იქნება, წვიმად მოვალ ვერცხლის... იქნებ ვინმე დაფიქრდება... იქნებ ვინმე შემცვლის... მერე,რა ქვეყანას ძრავთ რო?! -რაღაც ჭორებს ქარგავთ... მე მზადა ვარ გავემგზავრო (აბა,ჰე!..და კარგად!..) .................................................................................................................. კოლეგებს აბა რა გითხრათ?რით გაგახაროთ? თქვენ ჩემზე უკეთ იცით ყოველი... ხან ქედმაღლურად თავი დავხაროთ... ხან პირფერობას თქვენგან მოველი... ჩემგანაც,ვიცი,ალბათ,რთულია, აუტანელი,მთვრალი ფრაზები. ზოგჯერ-ბოდვები გამართული მაქვს, ზოგჯერ -უზრდელიც ''დავიხაზები''... თვალებ-ნაზები... ბუმბერაზები! დიდ არტისტებად მოვიაზრებით. ხვალ დავჭირდებით ნეტავ ვის,რაში? -რა საშიშია ეს ხშირი ტაში... აბა რა გითხრათ ?რით გაგახაროთ? რომ დაგამწუხროთ ,რა უნდა გითხრათ? -განსაკუთრებულ გრიმს აღარ ვხმარობთ, ,,ყოფნა?არ ყოფნა?'' კი რჩება კითხვად... რამდენი სახე,იმდენი სევდა, ჩაბუდებულა ამ ნაღრძობ ტვინში... და ნაკუწ-ნაკუწ სიწრფელეს ჰხევდა, ამპარტავნების შიშველი ,,თიში''... თვალებ-ნაზები... ბუმბერაზები! დიდ არტისტებად მოვიაზრებით. ხვალ დავჭირდებით ნეტავ ვის,რაში? -მაგრამ დღეს -ტაში!აბა,ჰე-ტაში! ................................................................................................................... ნაბიჯები დაემსგავსნენ რითმებს... ცრემლებმა კი გრძნობა მომცეს რიტმის... ღმერთი,ალბათ,ამიტომაც მიტმენს და მპატიობს სულყველაფერს თითქმის... დიდსულოვნად მაკვირდება მთვარე... ძმა კაცივით თან დამყვება ქარი... რაც მე ზეცა ცრუ ლოცვებით ვბზარე- სხვისთვის უკე ჩამოკრავდა ზარი... ................................................................................................................... ჩვენ ვართ ყოველთვის მართლები, როგორც ცხოვრებამ გვაჩვენა... თუ ხარ ნამდვილი ქართველი, ოსტატს მოსჭერი მარჯვენა! გვაქვს ჭეშმარიტი წადილი, ერს სამუდამო ხსნილი აქვს... თუ ხარ ქართველი ნამდვილი, მიდი,ესროლე ილიას! ყველაზე მწვანე-მდელოა! ყველაზე ბრძენი-ნახირი! თუ ნაღდი საქართველოა, ძმისთვის ალესე მახვილი! ერი,რა გადაღლილია -ნაცარსი ქექვას განაგებს... ვინც საქართველოს შვილია, ის მახათს არ დააბლაგვებს!!! ................................................................................................................... სასწაულები ხდება წამებში! ჩვენ კი ყოველ წამს ვეძებს დასაწუნს... ყველას დავცინით ზურგის არეში... და წუთში ვკარგავთ სამოც სასწაულს... ვფიქრობთ-ამაღლდა ჩვენი პერსონა, როცა ტალახი ვინმეს ესროლა... .................................................................................................................. ...რა უცნაური დადგა დროება აცდენილია ხმა და ტკივილი: გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება... დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი... ................................................................................................................... რომ ვწერ,ზოგჯერ,ასე ვფიქრობ: ვის სჭირდება ლექსი?! -სამი,ოთხი თუ მოითხოვს. მაქსიმუმი ექვსი... თუმცა ქალი ამიტირდა (მახსენდება ახლა...). აზრს ვიცვლი და ვფიქრობ,ღირდა კალმით ფურცლის დაღლა... ................................................................................................................... ვიღაც დამცინებს,ვიღაცა დამსჯის, ვიღაც ამიღებს ვენიდან სინჯებს, ვიღაც სულში დამიდგენს რა მჭირს. ვიღაცა,სულ რომ არ ვიყო მირჩევს... აბა რა ვიცი?..რამ გამიტაცა?! -აღარ მთავრდება ირგვლივ ,,ვიღაცა''... ................................................................................................................... რაც ჰქონდა,მისცა თეთრი ხელებგამოწვდილ გლახაკს. ,,აგაშენებსო ღმერთი'' -გლახაკმა მიაძახა. და ისე მოკვდა წამში, იმას ვერ მიხვდა გლახა, რომ სწორედ ერთხელ,მაშინ, თავად უფალი ნახა... ................................................................................................................... ცივი სიტყვით ამავსო ჩემი სულის ამინდმა. რაც ვიცოდი არ მახსოვ, რაც მინდოდა არ მინდა... გამიცივდა საწოლი, სახლი გახდა გალია. ალბათ,წლებით დათოვლილ საფეთქლების ბრალია... .................................................................................................................. არ უნდა იყოს რითმა ლამაზი, აზრი თუ არ დევს,რად მინდა რითმა... მე ახლებურად შემოგთავაზებთ, მას,რაც ჩემამდე ათასჯერ ითქვა... ................................................................................................................... ჩემი ლექსები დღეს შენ გეძღვნება, თუმცა,მცირეა,ვიცი,ეს ძღვენი. მაგრამ თუ გინდა,ფრენის შეგრძნება, მოდი,მომენდე,მოდი,მიგრძენი!... ................................................................................................................... ჩემს სულს მოვუწყე ცხოვრება რთული... ვინც გამამტყუნებს ფუჭად მოსცდება... თვითონ უნდოდა სულს მგონი გულით... მე...ავუსრულე,მხოლოდ,ოცნება... ................................................................................................................... ცა ჩამოიქცა... ზღვა გადმოიქცა... გუნება ისევ ნისლმა მოიცვა... ცოტაც მოიცა- всё устроится... ................................................................................................................... წარმომავლობით ძველ ბერძენია. სთქვა:ის ვიცი,რო არა ვიცი,რა! ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია -მე რაც რ ვიცი,ისიც იციან... ................................................................................................................... თუ ნაზად უცქერს არტისტი სარკეს -იქ მხოლოდ თავის სიმცირეს არკვევს. ხალხი კი არტისტს მაშინ მიჰყვება, თუკი ის ღრუბლებს ეარშიყება.... ................................................................................................................... მამის არ მესმის (რომელიც არ მყავს) რად მაძალებდა დრედაღამ არაყს?! მაგრამ მამაზე რა ვთქვა?-უჰ,მამა... წლები მაჩუქა წამართვა წამმა... და სადღაც ისევ,ისევ მარტოა... რაღაც არ მითხრა,ისე დამტოვა. როგორც კამათელს,დროს აგორებდა. მხოლოს ხარჯავდა არ აგროვებდა. თუმცაღა მოვრჩეთ,მოვრჩეთ ლირიკას -''კვიცი გვარზე ხტის'',ჩოჩორს ვირი ჰყავს... ................................................................................................................... ვიღაც ატირდა:''ვით მეფე ლირი''. შექსპირმა გვთხოვა:''ჯერ შეიცადეთ''. პატარა რუსმა დაწერა ''მწირი''. ჩვენ კი ვერაფრიტ ვერ შევიცვალეთ. ''ჩვენ'' როცა ვამბობ ,ვგულისხმობ ჩემს თავს. ტყუილს თუ ვლამაბ,გული ხომ ფეთქავს. მე სიყვარულის ვისტუმრებ ვალებს. ''არ გიყვარდაო''-ვინ დამაბრალებს? ძმები მერჩიან,მლოცავენ მტრები... დღეს ვიბადები და დღესვე ვკვდები. ვინც არ მიჯერებს,ის თუ იციან, რომ არ მღალატობს ინტუიცია. ................................................................................................................... სარწმუნოება,ენა,მამული, შემრჩა სიყალბე და სინანული. სარწმუნოება,მამული,ენა... ბელი ბერები,შერყვნილი რწმენა. ცრემლის წვიმა და ზღვა სისხლის დენა. ტყუილის ცოდვები კუდად მოება, და ჩამჩურჩულებს ამას დროება: ამაოების ამაოება! ................................................................................................................... წავედი...ალბათ მომბეზრდა ბრძოლა, მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის, ჯდომა კი არა,ნემსებზე წოლა, აღიარება მომბეზრდა ბრალის. წავედი...ალბათ არ ღირდა წასვლა, არც მოსვლა ღირდა,მაგრამ ხომ მოხსა, არც გრძნოასე ღირს ხაზის გადასმა, არც თუ გახაზავ იმაზე ოხვრა. ................................................................................................................... ჩემს შვილს გავუმხელ-არა ვარ ბრძენი მაპატიე,რომ ჭკუას გარიგებ. მე ხომ უბრალოდ მამა ვარ შენი, მამა,გახდები,მერე გაიგებ... საყვარელს ვეტყვი : ჩემში ჰქრის ქარი, შენ არ მიწყინო,კოშკებს არ გიგებ. მე ხომ ის მიყვარს ვისიც ვარ ქმარი, შენც შეიყვარებ,მერე გაიგებ. არ მოგვაძახოთ გაუმაძრები. ჩვენ,პოეტები,ქებას არ ვირგებთ, ჩემი ლექსით თუ დაიძარღვებით, ალბათ მიხვდებით,ალბათ გაიგებთ. ................................................................................................................... ბურთი თუ მაქვს,მოედანი არ მაქვს, ტყე ჩემია მე მიგებენ ხაფანგს. ანკესი მაქვს,ზღვას კი თევზი არ ჰყავს, სარკე კი მაქვს,მასში ვინც ჩანს არ მგავს. ტყვიებ მაქვს,მაგრამ არ მაქვს თოფი, კალამი მაქვს,ვერ დავწერე სტროფი. საფულე მაქვს,შიგნით არ დევს ფული, მანქანა მყავს არ ტრიალებს რული. საათი მაქვს გატეხილი ისრით. სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით. ძაღლები მყავს,მაგრამ მე ვერ მცნობენ, ქალები მყავს,ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ. სახ-კარი მაქვს,გასაღები არ მაქვს, სამშობლო მაქვს გასაყიდად გამაქვს. გავაგრძელო შევძლებ-თუმცა კმარა, ბიბლია მაქვს და რწმენა კი... ................................................................................................................... ვათვალიერებ ძველისძველ ალბომს, მესაუბრება,რას აღარ ამბობს, ყველა სურათი საოცრად მათბობს, მაშინაც როცა ცივა და მათოვს. აი ,ეს ქალი (რა კარგად მახსოვს), სულ მაზომებდა საკუთარ ნაქსოვს, ეს კი ბაბუა!სურათშიც ბრაზობს, თუ შვილიშვილი ჟარგონზე ბაზრობს. მამაჩემია დანას რომ ასობს, იმ ასაკშია თორმეტს ფლობს ასოს, დედიკო ჩემი რაღაცით ხარობს. ოცი წლისაა,ტუშს ჯერ არ ხმარობს. მაგრამ მე მივხვდი ალომის საზომს -რა უნდა მასში მეზობელ ანზორს? ამ ბიჭსაც ვერ ვცნობ წააგავს კარლსონს, ვიღაც დეიდა ატენის მაწონს. გაივლის დრო და..ნურავინ დარდობს, რას იზამ ზოგჯერ სიკვდილი სჭარბობს. და ამ ალბომში (ეს აზრი მათრობს) მეც დავიმკვიდრებ გარკვეულ ფართობს. ................................................................................................................... ოპტიმისტური ლექსი კვლავ ცივი დეკემბერია, კვლავ გაიხადა ტყემ, კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, მაგრამ...იმატა დრემ. ისევ მაკივლებს შაკიკი, ისევ წამერთვა ხმა, ისევ არა მაქვს კაპიკი, მაგრამ არ მცვივა თმა. თუმცა მებმევა ენა, თუმცა მაკლია თვალს, თუმცა არა მაქვს სმენა, მაინც მოვწონვარ ქალს. თუმცა მარტო ვარ მუდამ და თუმცა დავუთმე მტერს, თუმცა ცრემლები მგუდავდა, ლექსი ხომ მაინც მწერს. ირგვლივ იმდენი ყალბია და ჩემტან ერტად სვამს. ირგვლივ გვამები დაბიან სამაგიეროდ მწამს: როგორც არ უნდა გათოვდეთ, გტკიოდეთ,ცუდათ იმღეროთ -ყოველთვის არის გახსოდეთ: ''მაგრამ'' და ''სამაგიეროდ''. ................................................................................................................... ზოგი ფიქრობს პირჯვარია მთავარი, მაგრამ ასე გეფიცებით არ არი, ეკლესია ვერ იქნება აბჯარი, სულით თუ ხარ მკვლელი,ქურდი,ვაჭარი. თუ ლოცულობ,თან გიჭირავს ლახვარი, ლოცვის ფასი არის ჩირი გამხმარი. არც უღმერთოს არც მორწმუნეს ვედრები, ვერ მივმხვდარვარ,თუმცა უკვე ვბერდები -ვისაც არ გვაქვს მოშვებული წვერები, ვერ გავხდებით ჩვენ სამოთხის წევრები? ................................................................................................................... ჩემი ბრალია სულყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი ვალია, ღმერთის წინაშე ჩემი ვალია: მიყვარდეს სატრფო, რომ ვიყო სხარტი,როგორც კალია... მე კი მას ვათრობ, ირგვლივ ჩემს გამო ყველა მთვრალია. მიმიძღვის დიდი წვლილი იმაში, რომ ლონდონია ნისლში წვიმაში. ჩექმას წააგავს რომ იტალია, არ გააჩნია სპილოს ტალია -სულყველაფერი რაც ხდება ქვეყნად ჩემი ბრალია. თუნდაც რომ მირტყა უნდა გამოვტყდე-ახლა კი დროა! ვთქვა ნაღდი სიტყვა, მე დავარბიე უდრეკი ტროა! ავაგე კრემლი, კვლავაც რუსების სიმბოლო როა. ვაცდუნე მრევლი, ამიტომ ხდება,დღეს რომ ის ბრბოა. ................................................................................................................... ვარ დამნაშავე, სახლი დაინგრა ,,ჩვენს წელთ...' ნაგები . მე გავაშავე და დავიმონე შემდეგ ზანგები. დღემდე არ მომწონს ამადეუსის ხშირი ჰანგები. აღწერა მოწმობს -მე გავამრავლე ძუნწი ფრანგები. შთამომავლობით ალბათ გადმომდის, ხანდახან თავში რა აღარ მომდის: მოსაკლავი ხომ ჩემი შვილია, რომ ერთგულება,უცხო ხილია... სულყველაფერში,რაც კ რომ ხდება, ჩემი წვლილია... ................................................................................................................... კაცი როცა იბადება, ირგვლივ ყველა იბადრება! ტვინი,ტანი,რომ იზრდება, ის ნელ ნელა ხალხს ბეზრდება. ხოლო როცა მოხუცდება, ჯამრთელობა მოუცვდება, აზროვნება გაჭირდება -აღარავის არ სჭირდება. ბოლოს როცა გარდაიცვლება, ბევრი ბოცა დაიცლება. ღრეობაა გამართული, ისევ ყველა გაბადრული. ................................................................................................................... не понять (за годом год), где же выход,а где вход?.. чёрный путаю я с белым! ну когда же буду зрелым?! ну когда же разберу, правда где,а где вру, не о том же вечно ныть: быть ,мол,мне или не быть... но понять бы это хоть: где душа моя,где плоть. ...ну а впрочем,я-капризный; в этих спорах-суть всей жизни... ................................................................................................................... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.