ფიქრის გრადაცია.
წამი აღმაფრენის და ლოცვა ნაჩვევი, ფიქრის გრადაცია,მსგავსად ტერენტისა, წამი უიმედო,მთელი წლის ნარღვევი, ნისლში საფეთქელი ყინავს ბერებისა. კეფას მიუყვები,მოჩანს ნაკვალევი, ნაბიჯს-ნაბიჯს ატყობ,სუნთქვა-წუხილისა, სანთელს მოუკიდებ,უფალს დაეჩვევი, გახრჩობს შედეგები,სისხლის დუღილისა. ისმის ღამ-ღამობით ის,შენი სათქმელი, გინდა ყველაფერი უფალს დააბრალო?! იბრძვის ორი მხარე,შენი და ეშმაკის. "მოდი,ვაშლი მოგცე-სიტყვაა ადამის. მოდი!უარყავი,ფარჩაა ნათელი. მიდი!შეგიძლია,ნახე,ჩემი ხელი." "ეს მე ვარ სამოთხიდან ალიგიერი." "მე კი ჯოჯოხეთი,ცრემლის საზღვარი, მიდი! უარყავი,მომე შენი ხელი, უფალს აღარ ენდო,არაა გამგებელი!!" "წადი!! დავუყვირე!უფალს მივენდობი, მოღალატეს,რა ხანია არ ვენდობი! ფიქრის გრადაცია,ფიქრის გრადაცია. კმარა! გალიაში საძიძგნი ლეშია, ჩემს თავს პარაზიტები შემოესია, და ამ დროს მიტოვება ვის გაუგია?! თავბრუდამხვევი,ფიქრის გრადაცია. ფიქრის გრადაცია,ფიქრის გრადაცია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.