შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გვირილებს რას ვერჩი


28-05-2015, 18:46
ავტორი Anna)))
ნანახია 3 505

გვირილებს რას ვერჩი,მაინც ვერ მეტყვიან
ოდესმე რამეს თუ გრძნობდი,ჩემო,
და ძველებურად როგორც წიგნს მტვრიანს
სულს მტვრისგან ვწმენდავ რომ კვლავ დავწერო..
რომ კვლავ დავწერო შენს მშვიდ ღიმილზე
და თაფლისფერი გიქო თვალები,
ვთქვა რომ დავდივარ კენტად ბილიკზე
და უშენობით ტკივილს დავნებდი.
და განა რამე ...შენ აღარ მოხვალ,
ჩემიდან შენამდე შორია ,ალბათ,
და ყოველ ღამით ჩამესმის ლოცვად ,
შენი ხმა- მიღირდა სამყაროს ფასად...
და განა რამე... მე მიჭირს სუნთქვა,
ჰაერი ტკივილით გაჟღენთილია,
გადის დღეები უშენოდ ფუჭად ,
ყოველი ღამე გატეხილია .
გვირილებს რას ვერჩი,ვერასდროს გავიგებ,
მატყუებდი თუ მართლა გიყვარდი...
მე ამ სიყვარულს 'იქაც' წავიღებ,
ვერ დავივიწყებ როგორ მიყვარდი.
(გვირილებს რას ვერჩი ,მაინც ვერ მეტყვიან,
არ გიყვარდი თუ გიყვარდი,ჩემო,
თუმცა ვიცი რომ შენთვის ერთია ,
მაინც მინდა რომ სულ შენზე ვწერო...)
ანა ზეიკიძე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent