კოსტა სანიკიძის ლექსები
"ვიცი გინდა." ვიცი გინდა ჩემთან ერთად მოეფერო მზეს, ვიცი ხვალ ჩამეხუტები და მაკოცებ დღეს, ისიც ვიცი შენი გული, უჩემოდ რომ თვლემს, მე მოგიტან ულევ გრძნობას, გრძნობით სავსე გემს, ნუ გაშინებს, არ ვაცოცხლებ დაუძინარ მტერს, სისხლს გამოვწოვ თითოეულს, ვინც ჩვენ გრძნობას ვნებს, გავაჩერებ ყოველ წამს და არ გავყვები წლებს, შენთან ერთად გადავუფრენ, მწვერვალებს და მთებს, წაგიკითხავ ყველა ლექსს და არ დავადებ მტვერს, შენ მოგიძღვნი ყველა ნახატს, და სულ ყველა ფერს, მივატოვებ ალკოჰოლს და სიგარეტის ღერს, იმიტომ რომ დიდხანს ვიყო და ვეფერო მზეს, ერთად შევკრავ ყველა გრძნობას, და გაჩუქებ მთელს, და გვირილით რომ მოგირთავ, მაგ წაბლისფერ თმებს, მერე აღარ შეგაწუხებ, მხოლოდ გეტვი ერთს, ასე ძაან რომ მიყვარხარ, ბოდიშს ვუხდი ღმერთს… "მიყვარხარ ისე…" მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს, აღარ დავიწყებ თავის მართლებას, შენმა ღიმილმა აღარ განავრცოს, რაც მე მეგონა, ის რომ მართლდება, მიყვარხარ ჩემთვის, გადარეულად, და ზუსტად ვიცი ვერ შეგელევი, გადავიქცევი ისევ ეულად, და ვისკის წვეთებს, კვლავ შევერევი, მიყვარხარ ისე, მიყვარხარ ისე, ღმერთებმა მინდა რომ შეამჩნიოს, და მერე კოცნას მოგიძღვნი ისეთს, ყველა პლანეტა რომ შეარხიოს, და შენ მოგიძღვნი, ამ ერთ სამყაროს, ყველაფერს დავთმობ, რაც გამაჩნია, ამ დედამიწამ, სულ რომ ამყაროს, უფალმა შენთვის მე გამარჩია, მიყვარხარ ისე, როგორც არავინ, და მეყვარები როგორც არასდროს, და თუ გამომრჩა, რამე მთავარი ლექსებმა მინდა, შემდეგ განავრცოს… "მინდა რომ წვიმდეს…" აი აქ მინდა ვიარო, და მინდა რომ წვიმდეს, მინდა ძალიან შორს ვიყო და ვახსოვდე ვინმეს. ისევ შენზე ნაზი ფიქრით, მოვერიო ღამეს… ის რომ დიდი ნაგავი ვარ, დავაჯერო მთვარეს, ისევ მინდა მოვეფერო, ამ სევდიან სტროფებს, უარსაც ვერ ვეუბნები, ცივ არყიან ბოთლებს… ისევ მინდა რომ შევცვალო, ის მცირედი რაღაც, მაგრამ ის რომ შემეშალა, წავიქეცი სადღაც… მინდა ჩემთვის, ჩემთვის ვიყო და მინდა რომ წვიმდეს, იქნებ სულაც არ ვუყვარვარ, იქნებ ვძულდე ვინმეს, არ მინდა რომ ძირს დავეცე, ამ ცხოვრების გზაზე, ის რომ გული მეტკინება და გამცვლიან სხვაზე… მინდა მხოლოდ აქ ვიარო, და მინდა რომ წვიმდეს, არასოდეს ვუღალატო, ან დავნებდე ვინმეს… ისევ ვცდილობ, რომ როგორმე მოვერიო ღამეს, მაგრამ ვერა, ვერ გამომდის მომიხერხებს რამეს, სხვა რა გზა მაქვს, მაინც მიწევს შეგუება ბედთან, ვიცი ბევრი დავაშავე და შევცოდე ღმერთთან… მოვა დრო და მეც დაგტოვებთ, და მინდა რომ წვიმდეს, ალბათ მარტო არ ვიქნები, ვეყვარები ვინმეს…. "დედი" მინდა გითხრა, რამდენიმე სიტყვით, როგორ ლამაზს, და მშვენიერს გხედავ… და ლექსებში, წარმოსახვით ფიქრით, დედოფალს ჰგავს, საოცნებო დედა… შენ დამბადე, მგონი ასე გიჟად, მასწავლიდი, ძველ და ადათ წესებს… ახლაც კი ვარ, შენი გულის ფიქრად, ზოგჯერ მგონი, ვიყოლიებ ნერვებს… ხშირად არის, ენითაც ვერ აღგწერ, ისე ვერ გხატავ, როგორც დავინჩი… მაგრამ, ამ გრძნობებს ლექსებად დავწერ, გალაკტიონის, მარტის ამინდში… ახლა კი მინდა, სულ გვერდში მყავდე, და მამშვენებდე, როგორც ტბას გედი… თუ გაწყენინე, წარსულში დადე, ჩემო ლამაზო, კეთილო დედი… "მადლობა უფალს" დღეს არაფერი, აქ აღარ ფასობს თითქოს დაკარგა, ქვეყანამ ‘ვიდი’ ძმა ძმას საფულეს რომ ვეღარ ანდობს, ისევ იქნები, ნეტავი მშვიდი ??? ყველა გიჟი აქ, ხმამაღლა ყვირის უფულობით რომ მოაწვათ სევდა, ზოგი ბავშვი კი, იმაზე ტირის რომ არ დააცხო, ფუნთუშა დედამ… მე კი ისევე, ვალაგებ რითმას, და ისევ ვუსმენ, სხვადასხვა ფიქრებს, მოდი ერთს ვიტყვი, ამ ბოლო სიტყვას უფალს მადლობა, ამდენს რომ ითმენს… "ტირის თბილისი…" თავჩაღუნული მივყვები ქუჩებს, და თითქოს რაღაც, მძიმედ მაწუხებს, ვხედავ თბილისის მთა ველებს ურჩებს, და დაჟანგებულ მჭედლის მარწუხებს, ვხედავ და გული მიკვდება თითქოს, რომ ყველაფერმა იცვალა ფერი, ჩვენი ქალაქი დღეს შველას ითხოვს, ჩვენ კი ყველაფერს დავადეთ მტვერი, და არც კი ვიცი რითი დავიწყო, ან ვის მივუძღვნა, ამდენი ბრალი, ყველამ თავისი ბუდე აიწყო, და დაივიწყეს, თავისი ვალი, ტირის თბილისი, ტირის თბილისი, ვეღარ გაუძლო ამდენ სიყალბეს, ვიღას ახსოვდა, იმდროს სინდისი შურზე, ბოღმაზე როცა მიაბეს, ქალაქს ღებავენ მუქი ფერებით, სადღაც დაკარგეს, სულ ყველა გრძნობა, მიწას ითხრიან თავის ხელებით, და შიგ მარხავენ ერთურთის ნდობას, ტირის მეტეხი და ნარიყალა, რომ გადმოჰყურებს ცარიელ გულებს, და ჩვენი გზები, აქ გაიყარა დაბინძურება, რომ უწყეთ სულებს, არ მინდა ღმერთო ვხედავდე ამას, არ მაიძულო, სიკვდილი თავის, ეს ყველაფერი დღეს დარდით დამაქვს, ჯერ ხომ ადრეა, მოხდენა ვალის, და დროს იყვანენ, ბედთან ფერებით, ყველა კი თავის შველას ელოდა, ჩვენ გავაცილეთ უსისხლო ვნებით, ვინც მიგვატოვა საქართველოდან, სვეტიცხოველი, ანდაც სიონი, ისტორიას რომ გვიწერს თამამად, და თუნდაც მეფე გალაკტიონი, მე ქართველივარ, ვიტყვი ამაყად, რა შედეგს ითხოვთ, ანდაც რას ელით, რა დღეში აგდებთ შეხედეთ ქალაქს, მანდილოსანს რომ ხელით ეხები, ამოსაღები ხმაც კი არა გვაქვს, ერთმანეთს ჭამთ და ერთმანეთს ხოცავთ, რამ ვერ გაგიყოთ, ეს მუჭი მიწა, და შემდეგ ღვინით, კვლავ თბილისს ლოცავთ, თქვენივე ფეხით, გათელილ მიწას… მე დღეს მივტირი, იმ ჩემს ძველ თბილისს, როცა ხედავდნენ, ყველგან სიყვარულს, პატივისცემას, ძმობას და სინდისს რომ უსურვებდნენ ,მუდამ სიარულს, ახილეთ თვალი, იღვიძეთ ხალხნო, დღეს სიყვარული ყველას გვჭირდება, ნუთუ არ გტკივათ, გულები ხალხნო, ჩვენი სისხლი რომ ყველგან იღვრება, ტირის თბილისი, ტირის თბილისი, ვეღარ უყურებს ბოღმას და ღალატს, როგორ აწუხებს, ალბათ სინდისი, ამდენი ტვირთი, ზურგით რომ დააქვს, თავჩაღუნული, მივყვები ქუჩებს, და ახლა ვხვდები თუ რა მაწუხებს, ვხედავ თბილისის, უგრძნობო ქუჩებს, და დაჟანგებულ, მჭედლის მარწუხებს… ––––––– ♥ ♥ ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.