შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაპა!


1-06-2015, 00:02
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 138

შენ წაგიყვანეს და მარტო დავრჩი,
მე ვეღარ ვხედავ შენს ცისფერ თვალებს,
ვერ მათბობს შენი მზერა მე წრფელი,
და ვეღარ ვხედავ შენს მოხუც ხელებს.
ახლაც კი მახსოვს მათი კანკალი
და შენი სახის ურიტმო მზერა.
სად ხარ ?მითხარი,მაინტერესებს.
განა მეც მალე მანდ არ ვიქნები ?
მიწაში სადღაც შენც დაიკარგე
და აღარ მესმის შენი ხმა მტკიცე.
ცხოვრება შენი თითქოსდა გრძელი,
გავიდა მალე,წლებმა წალეკა.
შენი ხმა ყველას რომ გვენატრება,
და შენი ხელის ნაზი შეხება,
რა ვქნათ?გვითხარი,ჩუმად გაგვანდე.
ოთხი წელია სადღაც წახვედი,
ალბათ,იქ სადაც ასე გინდოდა.
ალბათ,იხილე ბაბო ლამაზი,
რომელიც ბოლოს კომაში გყავდა.
ისიც შენსავით მალე წავიდა.
იტანჯა ბევრი და შემდეგ გაქრა.
ორივეს სახე მე თვალწინ მიდგას,
დამშვიდებული,ახალგაზრდული...
ნეტავ სადა ხარ? რა გიყოთ წლებმა?
მინდა ვიცოდე,არ შემიძლია...
ახლაც ვუყურებ კედელზე სურათს,
სადაც თქვენ გვიმზერთ წრფელი გულებით
და მინდა გითხრათ,რომ კვლავ მიყვარხართ
და ამ სიყვარულს დრო ვერ წამართმევს...

03/03/15




№1 სტუმარი სტუმარი თეო

მაგარი
ლამაზიაძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent