ნამდვილი გრძნობა
ნამდვილი გრძნობა ყველას ეწვევა მოვა დაგიპყრობთ უეცრად წამში მაშინ როდესაც გული ვერ ხვდება მარტო აღმოჩნდებით გრძმობების ალში. სიყვარულია გრძნობა ორმხრივი მიეჯაჭვებით გულით ერთმანეთს სული გექნებათ განუყრელივით უნახავადაც ნახავთ მის თვალებს. გაუზიარებთ ფიქრებს ერთმანეთს უერთმანეთოდ ვეღარც კი გაძლებთ არასდროს დაკარგავთ შეხვედრის შანსებს და მოგანათებთ სინათლეს მთვარე. გრძნობა იქნნება დაუვიწყარი ვერავის იგრძნობთ ქვეყნად მის გარდა შეგიყვარდდბათ თავდავიწყებით დამეთანხმებით ასეა მართლა. და როცა ხედავთ გული გიფეთქავთ ბნელდება ირგვლივ ყველა და ფერიც მხოლოდ ჩანს გრძნობა, რომელიც გთენთავთ ვერ მოგერევათ ხალხიც და მხეციც. აქამდე გრძნობდი სიცარიელეს არავინ იყო შენს გულთან ახლოს ფიქრობდი ვერვისთვის ვერ მოვიცალე უნდა გავლიო ცხოვრება მარტოდ. მაგრამ განგება არვის გაწირავს სიყვარულითაც დაგასაჩუქრებს ერთხელ ხომ შენთვის გულიც დაფრინავს გული,რომელიც სითბოს გაჩუქებს. გიყვარს და იცი მასაც უყვარხარ ამაზე ძვირფასს რაღას ინატრებ იცი რომ იგი შენით სუნთქავს და სხვას არასოდეს აღარ ინაატრებს. გავა წლები და კვლავ გეყვარებათ ესაა ცხოვრების ფერადი ტილო ყოველ წუთს და წამს რომ გენატრებათ და შესანიშნავი გრძნობაა ფიქრობთ. დაუკავშირებთ ერთურთს ცხოვრებას შეგიყვარდებათ თავდავიწყებით გულს დაუჯერებთ, დაახშობთ გონებას "მე მიყვარს" იტყვით თავდაჯერებით. გაფერადდება მალე სამყაროც დაგემატებათ ახალი წევრიც რომელიც გინდათ გულით ატაროთ ვერ დაინახავთ მის გარდა ვერვის. შეაბერდებით ასე ერთმანეთს იტყვით რა უცებ გავიდა წლები გინდათ რომ რჩეულს ხშირად ხედავდეთ თუმც დასასრულია ყველაფრის ხვდები. თქვენს საფლავებზე ამოვა ვარდი ვარდი,რომელსავ გრძნობა თან დააქვს გარდაიცვლებით შესული ხანში სიყვარულს მართლაც რომ დიდი ძალა აქვს!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.