შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ გხედავ გვირილებში!


9-06-2015, 18:15
ავტორი oldman
ნანახია 3 215

მე შორს ვარ და ვერ იგებ ამ ჩემს ხვეწნა მუდარას,
მთები ისევ იფერებს თოვლის წმინდა სუდარას.

გაგიშლია ბალიშზე თმები ნაზად ფერილი,
მთვარე გკოცნის სახეზე სხივად გადმოფენილი.

გული ბევრჯერ მატკინე, მაგრამ დღეს მე არ მახსოვს,
ლექსში რითმად დაგხატე და სიყვარულს გთავაზობ.

ახლა ძინავთ შენს თვალებს და მე ისევ არ ვწვები,
ჩემი ლექსით ამაღამ გულზე დარდად გაწვები.

ცივ ოთახის ცივ კედლებს ცივად ისევ შევცქერი,
სამარეში მომძებნე მოსვლა თუ ვერ შევძელი.

დახატულსაც დაგხატავ, განა ტილო გაცვდება,
ჩემთან ყოფნის სურვილი შენ კი სულ არ დაგცდება.

აღარ ვიშლი შენზე ფიქრს და აღარ და აღარა,
ცრემლმაც ბოლო მომიღო, დამღალა თან დამღარა.

პატარა გულს გიმძიმებს ვიცი დიდი დარდები,
წისქვილის ქვას მოვიბავ წყალში გადავვარდები.

წუხელ ნახეს ვარსკვლავი მთვარეს თავს რომ ახლიდა,
თუ ამ ლექსმაც მიმაგდო, მე დავიწყებ ახლიდან.

ჩემს გასაჭირს უბრალოდ მეგობარიც ვერ ხვდება,
ყველა ყვავილს მოგიკრეფ რაც კი გზაზე შემხვდება.

გვირგვინს ცალკე კიარა, მაგ შენს შენს თმებზე დაგიწნავ,
ველზე მუხად გავჩნდები და წვიმისგან დაგიცავ.

სიცოცხლეში პოეტი მკითხველს ცამდე არ აყავს,
დავაბიჯებ მთვარეზე მხოლოდ შენთვის ამაყად.

დამინახავ და იტყვი ჩემზე - ,,ნახეთ ის არი!''
შენ ხომ ანგელოზი ხარ და მესროლე ისარი.

ყველა ლექსის წერაში ცრემლის ფასად მიჯდები,
არა მნახო ასეთი თორემ გამიგიჟდები.

დაბნეული შევცქერი ჩემი მუზის ნახელავს,
თხუთმეტ წუთში შევხვდები ღამის ორის ნახევარს.



№1  offline წევრი Ignifex

ძალიან კარგიბდა სასიამოვნოა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent