შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტის თალხი ოქსიმორონი


15-06-2015, 12:50
ავტორი blucuna
ნანახია 1 980

რა ვთქვა ისეთი, შემორჩენილ დუმილს რომ სჯობდეს,
მასზე მართალი, რასაც თოვლით გვიყვება ზეცა,
ან სევდი ხევის რუხ კაბადოზე ნაჭრილი ჭორფლი,
ან ნამეხარი ახოების ჯანღით გაცრეცა-
რა ვთქვა ისეთი, შემოჩვეულ დუმილს რომ სჯობდეს?!

გინდა, ის გითრა, ჭრელ ფერდობზე გამინდვრებისას
ჭინჭრებში როგორ ჩამესუსხა კნაჭა ბავშვობა?!
რომ გადამემსხვრა ჯოხის ცხენი და არ მეღირსა
ლელიანებში ნაღვარევი ცრემლის გაშრობა.

ან ის გასმინო, შვილწართმეულ დედის გოდებით
რად იმეორებს შუაღამეს ძველი ქუჩები
და როგორ ხატავს ქარიშხალი ჩვენს გონდოლასთან
სუსხის განთიას, ახვეტილი ნაძვის ფუნჯებით?

რომ ცის პალიტრას შემოაკლდა თითქოს გუაში
და ნამუსივით ებღალება წუთებს წამები,
რომ გაოგნება ხანჯალივით გვიწევს შუაში
და ცის ქუჩებში ვარსკვლავები დაწანწალებენ,

რომ ღამემისჯილს პალატებში მონატრებია
სულს ხეტიალად სიმშვიდეც სანუკველია,
და რომ ღრუბლები ნაცრისფერი მონასტრებია,
სადაც ბავშვობას დაუგმანეს მყუდრო კელია.

სადაც დუმილი, მამის სახლში გასხვისებულა,
წამოშლილ ღამეს მოისხამს და ჩადრად იბურავს,
სადაც თანდათან ემსგავსება შენი სხეული
მარცხენა ხელით შემოხაზულ უცხო ფიგურას.

რა ვთქვა ისეთი-გამეჩხირა სულში ჰაერი,
(ძველი ზღაპრების სიუჟეტის სევდა მარტივი)
ცისკენ ხელს ვიშვერ-მარტის თალხა ოქსიმორონი,
მზე ხელისგულზე მკვიდრდება ქირომანტივით.



№1 სტუმარი ბია კომში

მიყვარს მაიკო ღლონტის შემოქმედება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent