წუხელ გოგონა წყალმა წაიღო
წუხელ გოგონა წყალმა წაიღო, არ ჩანდა ღმერთი და კაცი ბჭობდა, ასეთი ცოდვა ნეტავ რა იყო, რადგან საუბარს დუმილი სჯობდა... ღიმილით წვიმას უშვერდა ხელებს, ზურგშექცეული ღმერთის ამარა, ცამ, მოვარდნილი ნიაღვრის მერე, ქალაქის თავზე დაასამარა... თვალები ჭამდა ნაცრისფერ ქვიშას, შეშინებული გარბოდნენ მგლები, ღმერთმა დატოვა კუთვნილი ნიშა და ადამიანს მისივე ნებით მისცა ველური მხეცთა ბუნება, განსჯის და ბჭობის, ბჭობის და განსჯის, მაგრამ ვინც შენ არ გემსახურება, ნუთუ ასეთი სიმკაცრით დასჯი... მაშინ გვქონია ბევრი საერთო, წყალმა ჩამიქრო ჭიაკოკონა, რადგან ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ, წუხელის წვიმას გაჰყვა გოგონა... მამა პეტრეს ლექსი, რომელიც ეძღვნება 13 ივნიისს დაღუპულ ახალგაზრდებს არვიციი რავთქვა რით ვუთანაგრძნო ამ ტრაგედიით დაზარალებუულლ ოჯახებს და რაც ყველაზე ცუდიი და საშინელია როგორ ვანუგეშოთ დაღუპულთა ოჯახის წევრები... ეს ალბათ ასე უნდა მომხდარიყო ასეთი ყოფლია ღვთის განგება ღმერთს ხომ თავისთან საუკეთესოები მიჰყავს და მანაც საუკეთესოები ამოარჩია. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს ...მაგრამ ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დამანახა რომ ქართველები როგორი ერთსულოვანი ხალხი ვართ მინდა მადლობა გადავუხადო დღევანდელ ახალგაზრდობას და არამარტომათ იმათ ვისაც იქიყვნენ ამ ტრაგედიის ღამესდა შიშველი ხელებით ცდილობდნენ ხალხის გადარჩენას ... მინდა უღრმესი მადლობა გავუხადო ზუგდიდელებს რომლებიც ისეკეთი კეთილგანწყობილნი აღმოჩნდნენ ჩემს მიმართმაშინ როცა ნივთებს ვაგროვებდით დაზარალებულებისთვის მ ა დ ლ ო ბ .... მ ე ა მ ა ყ ე ბ ი თ!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.