შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განშორება


2-07-2015, 00:19
ავტორი jesorika
ნანახია 3 568

აბურდული აზრები
გვიან მონააზრები,
დაფიქრებაც გვიანი
თვალები ნაღვლიანი.
არსაიდან ნუგეში
ირგვლივ ყველა უხეში.
ამ სევდიან ზმანებამ
თავი არ დამანება
არ დამტოვა ეული
დამიმძიმა სხეული,
გაიწელა წამებიც
ისევ მე ვეწამები.
თურმე მუქმა ფერებმაც
იციან მოფერება
სულს ამშვიდებს ალესილს
ნაცრისფერი ალერსი,
ვერსად დაემალები
მზერას შენ თავლების...
აბურდული აზრები
გვიან მონააზრები
დაფიქრებაც გვიანი
თვალები ნაღვლიანი.



№1  offline წევრი DaaDaa

არაა ურიგო,კარგი ლექსია.კიდევ დადე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent