სხვა ხარ!..
თუ შემხვდები ათას მგზავრში, ამჯობინებ ჩემთან მოსვლას, ვიფიქრებ რომ ვიღაც სხვა ხარ, და მოგწყინდა მარტოდ ყოფნა! თუ ინატრებ წვიმას დარში, "მზე პირს იბანს"-მეტყვი ჩუმად, მე გეტყვი, რომ ვიღაც სხვა ხარ, ვერ შეგიცნო ჩემმა გულმა! თუ სიყვარულს დამპირდები, რომ ცხოვრებით გავიხარო, სხვა გზა რაღა დამჩენია, ისევ შენი არ ვიწამო!.. თუ ლამაზ წუთს ამჯობინე, სიყვარულით ყოფნას ჩემთან, ვიფიქრებ, რომ ვიღაც სხვა ხარ, ანდა შენს თავს აღარ გევხარ! თუ მეტყვი რომ სხვასთან ყოფნა, ნაადრევად აგატირებს, ვიფიქრებ, რომ ისევ სხვა ხარ, და მე ვეღარ დაგალხინებ! თუ ავტირდი და მალულად, შენი ცრემლით დამაშვიდე, თუმც მივხვდები, რომ შენ არ ხარ, მაინც გეტყვი: "არ წახვიდე!" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.