ისევ ძლიერ მომენატრე...
ისევ ძლიერ მომენატრე, ნეტავ რატომ? დამივიწყე, ვიცი უკვე აღარ მნატრობ!.. მახსენდება ერთად ყოფნის ყველა წამი, და თვალებზე მეწვეთება ცრემლის ნამი... გახსოვს ის დღე პირველად რომ გამაღიმე, ის წუთები როცა მწარედ ამატირე?! გახსოვს ქუჩა, შავ-ბნელი და სევდიანი?! უმიზეზოთ და უმიზნოდ ხეტიალი?! გიორგობა?! გიორგობა ალბათ გახსოვს, როგორ მინდა დღესაც იყო ჩემთან ახლოს!.. შორსა ხარ და შენი გული მაინც მათბობს, დაზამთრდა და უშენობით მარტოს მათოვს! გახსოვს ღამე, პაემნები, გვირილები?! უსასრულო და უსაზღვრო ღიმილები?! ცუდი არის, გვიან მოდის სინანული, მოგონებად დარჩა ჩვენი სიყვარული!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.