შენ უსათუოდ მოხვალ
შენ უსათუოდ მოხვალ ,შენ უსათუოდ მოხვალ...შორიდან... იასამნებნებით ხელში მორცხვად სიყვარულს მომიტან, გადაღლილ თვალებს დახრი და მეტყვი ჩუმად რომ გინდა ისევ ძლიერად მიყვარდე და კვლავ დავიწყოთ ახლიდან... გამოიზამთრებს შენი თითები ჩემს თბილ ხელებში თავიდან, მე დავივიწყებ რომ შენს ლოდინში უკვე ამდენი წელი გავიდა, და ისევ ისე გულში ჩაგიკრავ შინ დაბრუნებულს ქარიდან, რადგან ვიცი რომ შენი დაკარგვა მე უსაშველოდ არ მინდა. რადგან ვიცი რომ დაგკარგო ცრემლს ვერ დავიშრობ თვალიდან, და ისევ ისე ტკივილებს მე ვეღარასდროს ავიტან , და სანამ ვცოცხლობ ამ ქვეყნად,სანამ მე ვადა გამივა , მსურს შენი სუნთქვა მესმოდეს ,გულზე დაგადო თავი და... ერთად გავუყვეთ ბილიკებს ძლივს რომ გამოსჩანს ღამისგან, შენ იასამნებს მომიტან მოპარულს სხვისი ბაღიდან, მომიტან,თვალებს დახრი და მორცხვად მეტყვი თავიდან რომ ისევ ისე გიყვარვარ ,თუმცა კი წლები გავიდა. შენ უსათუოდ მოხვალ..ოდესღაც მოხვალ შორიდან, სხვისი ბაღიდან მოპარულ სველ იასამნებს მომიტან... ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.