რა საოცარი სილამაზით თენდება დილა
რა საოცარი სილამაზით თენდება დილა, რა საოცარი სილამაზით ამოდის ეს მზე, იცი? საოცრად მენატრები, ვჩურჩულებ შენზე, ჩემი თვალები დაგეძებენ დანისლულ გზებზე. თავებს მიხრიან დაწვიმული ვარდის ტოტები, ვხვდები რომ მათაც თავის ახრა დაზარებიათ, მეც თავდახრილი მივუყვები ისევ ამ ქუჩას, და შენს ძებნაში მე ვარდები ვერას მშველიან. შავი ღრუბლები გადმოვიდნენ უეცრად ცაზე, ჩემი დარდები ალბათ იმათ უფრო იციან, მოდი, მითხარი უიმედოა იქნებ ლოდინი, იქნებ შენ ჩემთვის საერთოდაც არა გცალიან. მოდი მითახრი თორემ გზაზე შემომაბინდა, თორემ ფიქრებიც უკვე ვხედავ შემოიძარცვა, დანისლულია ისე ვითარ გული მწუხარი, არა ვარდები , არა იები ვარას შველიან. რა საოცარი სილამაზით თენდება დილა, მაგრამ ის ჩემთვის საოცრებით არა ღამდება, მე ჩემი სულის სამყაროში მოსიარულე, თუ ვერ გიპოვი, ეს ლოდინი არ მომწყინდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.