შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენი სული შემიყვარდა სხეულზე მეტად...


29-07-2015, 11:36
ავტორი MyLove
ნანახია 4 103

მე შენი სული შემიყვარდა სხეულზე მეტად,
შენს ხელებს კოცნა შეუყვარდათ სითბოზე უფრო
და სანამ გულით, ამ სიტყვების წარმოთქმას ვბედავ,
მოდი და შენში შემინახე, ჩუმად და მყუდროდ.

რომ ვერ გაიგოს ვერავინ და ვერც ერთმა რადგან,
შური ატყვია გახუნებულ გრძნობათა ჭილობს,
ვდგევარ გაშლილი, წინა გულის მარჯვენა კართან
და მთელი ძალით მის სარქვლებში შევარდნას ვცდილობ.

მე შენი სუნთქვა შემიყვარდა ჰაერზე ძლიერ,
შენს თვალებს ფრენა ვაგრძნობინე ზეცაზე მაღლა
და თუ ვიქნები მე ოდესმე შენს გვერდით ხნიერ,
ვერ მომერევა შენი კოცნით, ოხვრა და დაღლა.

დრო ბოლოს ყველას სისუსტეებს ერთად მოგვკითხავს,
მსგავსად თითები, ატკიებულ სულზე შემახე,
უშენოდ ვგავარ გაფითრებულ ბოლო მოჰიკანს
და ალბათ მკვდარი ვიქნებოდი, რომ არ მენახე.

მე ეგ თვალები შემიყვარდა ღამეზე უფრო,
შენს თმას ფერება შეუყვარდა, ნიავზე მეტად,
მე ჩემს სხეულში შეგინახე თბილად და მყუდროდ,
შენ კი ძარღვებში, სისხლისათვის სავალ გზას კეტავ.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent