პაემანი ხევსურეთში
არ ხმაურობენ რატომღაც მთები, არაგვიც ჩუმად თავისთვის ღელავს , ზეცამ გაშალა უსაზღვრო ფრთები, უხვად ათასი ვარსკვლავი ელავს. დაკვირტულ ტოტებს აქანებს ბალი, გულში უსაზღვრო კაეშანია, მოდის სინაზით მოსილი ქალი, დღეს ხევსურეთში პაემანია. ბეჭზე დაფენილ დალალთა ჩანჩქერს ნაზად უფარავს ჭრელი მანდილი, გული ვერ უძლებს სიხარულს ამდენს, ვერ აქრობს გრძნობებს დრო და მანძილი. კოჭებს უფარავს მიწამდე კაბა, გულს სიყვარული შეჰყრია მწველი, თვალებმა ცრემლი ვეღარ დამალა და ჩახუტებას უჩუმრად ელის. კლეზე ჰკიდიან რქებით ჯიხვები, გადაცრეცილი მთვარე ანათებს, ეფერებიან ერთურთს ფიქრებით, მათი ღიმილი სულსაც ახარებს. მოდის სინაზით მოსილი ქალი და ჭიუხებიც ბანს აძლევს მარდად, ხეებს და ფოთლებს კვლავ არწევს ქარი, დრო გადის სულ უფრო,სულ უფრო ჩქარა. ვაჟი კი უცდის არაგვის პირას, გვირგვინს წნის თეთრი გვირილებისგან, ირგვლივ გარემოს თითქოს და სძნავს წარსულის ძველი ტკივილებისგან. ...და აი, მოვიდა ამაყად ქალი, არაგვიც სულ უფრო,სულ უფრო ღელავს. გული აჩქარდა სულ მცირე ხანში და მერეც სწრაფად განაგრძო ფეთქვა. ვაჟი მივიდა ფრთხილად აკოცა, გვირგვინი ნაზად თავზე და დაადგა, წამით დადუმდა,დიდხანს არ მოცდა მის წითელ ბაგეს კრძალვით დააკვდა, ისევ აქანებს ხმელ ფოთლებს ქარი, ნეტავ რაღა დროს კაეშანია ჩუმად თრთის ნაზად მოსილი ქალი, დღეს ხევსურეთში პაემანია.. დღეს ხევსურეთში პაემანია... ანა ზეიკიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.