შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეცადე იქნებ!


2-08-2015, 00:35
ავტორი თამუნა
ნანახია 2 698

მოგონებები კვლავ მაწუხებს, კვლავ მენატრები,
ჩენ არ ხარ ჩემი, შენ არ ხარ ჩემთან, არც გედარდები!
გამახსენდები და საგულედან ვარდება გული,
შენ ვერაფერი ვერ გაიგე ამ სიყვარულის...
მოგონებებში კარგი ხარ და ესღა მაწამებს,
ეჰ ასე ძლიერ თავი ნეტავ რად შემაყვარე?!
და სანამ ისევ მოგიგონებთ მე და აპრილი,
ეცადე იქნებ შეამცირო ჩვენში მანძილი,
ეცადე იქნებ ჩემს გულამდე მოხვიდე ახლოს,
მსურს ეგ თვალები სიკვდილამდე კიდევ რომ ვნახო!..



№1  offline წევრი თამუნა

სადაც სიყვარულია ლოდინსაც აქვს აზრი ჩემო კარგო... :)
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№2  offline წევრი თამუნა

თუ ჩემი ლექსები გაღიზიანებს და არ მოგწონს ნუ წაიკითხავ... უბრალოდ გაატარე.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№3  offline წევრი თამუნა

უბრალოდ ისეთ კომენტარებს მიწერ, რომ ვინმეს ეგონება ჩემი ბრალია შენ თუ ცუდად ხარ, ყველა ადამიანს აქვს პრობლემები მაგრამ ეს სხვას არ უნდა მოვახვიოთ თავს და არ უნდა გავაღიზიანოთ. ყველა ისე ცხოვრობს როგორ გამოდის არ უნდა დაიგრუზო თუ რამე ისეთი მოხდა შენს ცხოვრებაში, ბოლო ბოლო ხომ ყველაფერი წარმავალია მათ შორის ჩვენი სიცოცხლეც.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№4  offline წევრი თამუნა

ჩემს ლექსებს თუ დააკვირდები რაღაც მსგავს პრობლემას დაინახავ ჩემს ცხოვრებაშიც, თუმცა უკვე ხუთი წელი გავიდა და თან სწავლამ, უნივერსიტეტმა თითქმის დამავიწყა ყველაფერი. ჩემი რჩევა იქნება რომ არავინ გააღმერთო, ზოგადად სისულელეა ვიღაცის გამო იტანჯებოდე როცა ირგვლივ უამრავი ადამიანია ვისაც უყვარხარ, დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს უყვარხარ მეგობრებს ოჯახის წევრებს, და რატო უნდა დაიტანჯო ვიღაცის გამო მითუმეტეს თუ არ აინტერესებ.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№5  offline წევრი თამუნა

მაგ გაგებით არ მითქვამს, უბრალოდ აქ ახსნილით სრულიად უცხო ადამიანი არამგონია რამით დაგეხმაროს. თორე ცუდად არ მითქვამს უბრალოდ როცა ვინმეს შენს პრობლემებზე უყვები იმაშიც დარწმუნებული უნდა იყო, რომ თუ ვერ დაგეხმარება მთელი გულით მაინც მოგისმენს.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№6  offline წევრი თამუნა

სიამოვნებით გაგიცნობდი უფრო ახლოს და გაგამხნევებდი, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, მთავარია ხელი არ ჩაიქნიო ცხოვრებაზე, დარწმუნებული ვარ უფალი არ გაგწირაავს.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№7  offline წევრი თამუნა

დამიჯერე ჩემო კარგო, რომ გულის სიღრმეში ისიც ხვდება რომ არ არის მართალი, უბრალოდ არ აღიარებს, ყველაზე მეტად მან იცის რა დააშავა და როგორ გატკინა გული, ამაში დარწმუნებული იყავი.
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№8  offline წევრი თამუნა

ყოველთვის ბედნიერი ვერ იქნება ადამიანი ვერც ყოველთვის უბედური, ასე რომ დარწმუნებული ვარ შენს ცხოვრებაშიც დადგება ბედნიერი წუთები... მთავარია ახლა გაუძლო და ცხოვრების ხალისი არ დაკარგო, ძლიერი უნდა იყო. მე მჯერა რომ თუ მოინდომებ ყველაფერს გადალახავ, ღმერთი ისეთ განსაცდელს არავის მისცემს რისი გაძლებაც არ შეუძლია. ღმერთი შენსკენ...
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

ცხოვრება ერთი დიდი განსაცდელია ზოგადად. რასაც უნდა შეხვდე მზად. ღმერთმა ყველაზე დიდი გაძლების უნარი მხოლოდ ადამიანს მისცა, რადგან როცა მას ქმნიდა იცოდა რა სატანჯველისთვისაც იმეტებდა.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline ადმინი შამანი

ძალიან კარგია...♥ ძალიან მომეწონა ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№11  offline წევრი თამუნა

ჩემებო, მიყვარხართ!!!!! love love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent