დედა...
საოცარმა გრძნობამ ამითრთოლა გული, უსასრულო ღელვით მომეძალა სევდა... შენ ხარ ჩემი ხსნა და ჩემი გაზაფხული, ახლა ტკივილამდე მომენატრე, დედა...! ფეხი ამრევია ვიწრო ბილიკებზე, თეთრი ფანტელივით ჩამომდნარა სული, ნეტავ გაგრძნობინა,როგორ მენანება წლები გარდასული...წლები გარდასული.... სადაც ვიჩქაროდი მიზანდასახული, ყველგან უმოწყალო ძნელბედობა მდევდა, ვიცი,დღემდე დამრჩა შენი ლოცვის ვალი, ამ ვალს ვერასოდეს გადავიხდი, დედა...! დიდხანს გარიდებდი ჩემს ცრემლიან თვალებს, ახლა დასამალი აღარა მაქვს შენთან... ბევრჯერ შევერკინე უსამართლო ყოფას, ბოლოს დავმარცხდი და... დავიჩოქე ბედთან...! ხელებგამოწვდილი ისევ შენ გთხოვ შველას, სულში ქარიშხალი ვეღარ დავატიე... იქნებ გამიჭირდა,რომ აქამდე მეთქვა, ახლა მაპატიე... ახლა მაპატიე... ვერ შევძელი,ლაღად გამეშალა ფრთები, ვერ ვიმღერე გრძნობით-შენ რომ გსურდა,ისე... მე ვერ გაგიმართლე დიდი იმედები... მე დღეს აღარა ვარ ძველებურად მტკიცე... . . . თმებში ვერცხლისფერი ფიფქებივით მათოვს... მხრებზე საზრუნავი უფრო მემატება... და თუ მონატრება შეიძლება ასე, სულის ტკივილამდე, დედა მენატრება...! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.