შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება...


23-08-2015, 20:11
ავტორი magnolia
ნანახია 2 786

ვინ იცის ცხოვრება რა გზებით
წაგვიყვანს,
რა სევდა გაჰყვება ბილიკს და
სტრიქონებს.
ვის ბედი ფრთაშესხმულს, ზეცამდე
აიყვანს,
ვინ კიდევ ბედ-იღბალს თავისთვის
იგონებს.
იყო და რა იყო,უბრალო მხევალი,
არავის ანდობდა გრძნობებზე
ჩივილებს,
გარდასულ ცხოვრების თავადვე
მწერალი,
დახეულ ქოლგის ქვეშ მალავდა
ტკივილებს.
შვენოდა სოფელს და უკბილო
ქილიკით,
ვინ იცის რამდენჯერ ცრემლებით
ატარეს,
სიყვარულს ელოდა ნაცნობი ბილიკით,
სწორედ ამ გრძნობისთვის სიცილიც
აყარეს.
ვაი რომ არ ერგო ახდენა იმედის,
სატრფოსთან შეხვედრით სული ვერ
იცხონა,
და რაკი არ ქონდა წყალობა მცირედიც,
მისივე მოგონილ გრძნობებით
იცხოვრა.
ვინ იცის ამ როლით რამდენი ქალია,
შენახულ ოცნებებს ვერვისთვის
იმეტებს.
ვინ წლები უიღბლო ლოდინით გალია,
ვინ ქოლგას აფარებს მოგონილ
იმედებს.



№1  offline წევრი mariamabazidze

ძალიან ლამაზი სიტყვებია <3 მომეწონა love

 


№2  offline მოდერი aleqsandra

love
mariamabazidze
ძალიან ლამაზი სიტყვებია <3 მომეწონა love

 


№3 სტუმარი ana

Martla kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent