შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯონ კიტსი "კაშკაშა ვარსკვლავი"


3-09-2015, 02:20
ავტორი Firefly
ნანახია 10 276

კაშკაშა ვარსკვლავო,უცვლელობით მსურს შენ გემსგავსო,
მაგრამ არ გგავდე ღამეული სხივმოსილებით,
რომ მხოლოდ ბნელში ცის კიდიდან არ დავაფასო,
ის რასაც მალავს მთვარე თითქოს სადაფის ქვებით.

შემოსილი ხარ ბრწყინვალების შარავადენდედით
საუკუნეებს ითვლის შენი ჩუმი ნათება,
მარადიული უძილობით,შენი სასჯელით ხმელეთს დაჰყურებ,უდარაჯებ როგორც ხატებას.

გაფაციცებით უცქერ მთა-ველს დაპენტილს თეთრად,
გათანაბრებულს ქათქათა და სპეტაკი თოვლით.
ვხედავ მყინვარებს,გოლიათებს მზირალს ზვიადად,სანაპიროებს უკაცრიელს თუ სავსეთ ხალხით...

ვარსკვლავო მსურს მეც უსასრულოდ ვუცქირო თუმც სხვას,
თავი მივაყრდნო მის მკერდს როგორც ძვირფას სასთუმალს,
შენ ზღვის ტალღების ითვლი რბოლას და ასვლა-ჩასვლას,მე კი დავითვლი იმ მკერდიდან ამოსულ სუნთქვას.

ვიფხიზლებ მარად უსასრულოდ,დაუღალავად
არ მომწყინდება მისი სუნთქვის დარაჯად დგომა,
არ დავიღლები, ვუცქერ თვალის მოუხუჭავად მას ვინც მიბოძა მცოლოდ ერთხელ, უფალმა ღმერთმა.
სიტკბონარევი მღელვარება არ მომბეზრდება და თუ სიცოცხლე საუკუნო არ მიწერია ამ მკერდზე სიკვდილს ჩემი გული შეეგებება,
ჰო მის მზერაში თუგინდ სულიც დამილევია.

ძალიან მიყვარს ეს პოეტი და ესლექსი განსაკუთრებით.იმედია თქვენც მოგეწონებათ



№1  offline წევრი brooklynbaby

როგორ გამიხარდა ამის დანახვა ვერც კი წარმოიდგენ love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent