ზღაპარი მომიყევი, დედი
ზღაპარი მომიყევი რა დედა. მამას არ უთხრა რო ისევ გავიჩხირე. ჩემ შვილს უთხარი რო საზღვარგარეთ ვარ წასული? იმ გოგოს უთხარი რო წავიდეს ამ სახლიდან, უთხარი რომ გუშინ მთვრალი ვიყავი და იმიტომ მოვიყვანე აქ. დედა ჩემი მეგობრები ნაღმებზე აფეთქდნენ, ვინც ჩამოვიდა ახლა პოლიტპატიმრები არიან. დედა გახსოვს ადრე მაღაზიები ცარიელი რო იყო? ახლა კი ყველაფერი იყიდება, სულ სულ ყველაფერი იყიდება დედა. დედა გახსოვს ადრე შავთეთრ ფილმებს რომ იღებდნენ და ყველაფერი ფერადი რო იყო? ახლა ფერად ფილმებს იღებენ და ყველაფერი შავთეთრი გახდა. დედა გახსოვს ნათია, ჩემი პირველი სიყვარული? ქმარს გაშორდა და გაბოზებულა. დედა გახსოვს როგორ მიყვარდა? დედა ისევ უფილტრო სიგარეტი მიყიდე დღეს? დედა ვახო და გიგა გახსოვს, შენ რო ერთად დაგყავდით ბაღში? ისინიც წამალზე ზიან და გუშინ დოზაზე მოგვივიდა ჩხუბი. დედა ჩემს ნაცნობებში ვერ ვიპოვნე ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში პეპლების საჭერი ქონდა. დედა წელს როგორი იყო ახალი წელი, ისევ ლამაზად მოვიდა? დედა რამდენი წლის ვარ გამახსენე რა, არ დამაკლო წლები, გამოვფხიზლდები და შევამოწმებ იცოდე. დედა ჩემ შვილს უთხარი რო მალე ჩამოვალ... დედა ლამაზი შვილი მყავს? დედა ზღაპარი მომიყევი რა... მერე რა რო გავიზარდე, დედა ნათია გახსოვს როგორ მიყვარდა? დედა მითხარი, რო ყველაფერი კარგად იქნება... მაგარ კაიფში ვარ დედა და დაგიჯერებ. 04/11/2013 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.