შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობა


5-09-2015, 13:56
ავტორი minimeminime
ნანახია 2 515

სხვების ცხოვრებას გადაჰყურებ და გული გტკივა,
რომ მარტო დარჩი,რომ არავინ აღარ გყავს გვერდში,
ყველამ მონახ თავისი გზა,ცხოვრობენ მშვიდად,
შენ კი სიყვარულს ყველგან ეძებ,გული კი ხელში
გიჭირავს და დადიხარ კენტად,თან უსიცოცხლოდ,
ეძებ სულიერს,რომ გაგიგოს შეგისისხლხორცოს,
ბევრთან გინდოდა გუშინ მისვლა,მაგრამ ვერ ბედავ,
რადგან არავინ არ გამოჩდა გულში მიგიღოს
თუნდაც ისეთი,როგორიც ხარ როგორიც შეგქმნეს,
უნიღბოდ ახლა არავინ სურთ არავინ უნდათ,
ისე უბრალო,ჩაცმულობით,ფიქრებით ცხოვრობ,
მათ კი მეგობრად,ანდაც სატრფოდ ისეთი სურდათ
ვინც სიყვარულში ან ძმობაში რაიმეს ჩადებს,
მათ არ იციან,როცა გტკივა როდესაც ბორგავ,
ჯიბეში ხელებჩაწყობილი ტეხავ ღამეებს,
როცა გულაღმა,დიდი ხანი ლოგინზე წევხარ
და არი მხოლოდ მარტოობა რაც შენ გაღელვებს.
ყვავილებს კრიფავ გაზაფხულზე,დიდი სითბოთი,
გაალამაზებ თაიგულს და გარბიხარ ჩქარა,
მერე იხსენებ რომ არავინ არა გყავს ისეთი,
გულში ჩაგიკრას,გამოგართვას,მირბიხარ სწრაფად
იქით საითაც,სიყვარული არ იკარგება,
ტაძრის კუთხეში მათხოვარი ხელგამოწვდილი,
შენ ამ თაიგულს გაუწოდებ და დაინახავ,
მისი თვალები სიხარულით როგორ აალდა.
სხვების ცხოვრებას გადაჰყურებ და გული გტკივა,
რომ მარტო დარჩი,რომ არავინ აღარ გყავს გვერდში,
გუშინ ვიარე უგზოუკლოდ ძალიან დიდხანს,
სიკეთე გულში,სიყვარული,არაფერი ამაზე მეტი.

გურო დავითლიძე



№1  offline წევრი maridb

კარგი ლექსია
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent