შენ არ გჭირდება სამკაული, მოსართავები,
შენ არ გჭირდება სამკაული, მოსართავები, შენეულ ზეცას სიკეკლუცე შვენის მდედრივით, სულის სინათლე მოუცია შენთვის ღვთაებას, არც სილამაზე დაუკლია სხეულებრივი. ეგ სილამაზე ცათა სულებს ასაწაულებს, შენ, სინატიფის ღმერთეულო დღესასწაულო, შენივე არსის ღვთაებრივი ხარ სასწაული რას შეუძლია უფრო მეტად გესამკაულოს... სჩანს მაგ სახიდან იდუმალ და შეუცნობელი, ქმედებით შენით უნათლესი ფიქრის მტანჯველო, ვინ იყო შენი გამჩენი და შენი მშობელი ლეონარდო თუ მიქელანჯელო... გენიის არსი მაღალი და თრთის განმჭვრეტელი, და სინათელე კვლავ ჩემეულ ბორგვას აკვდება, და უფლის ხელით, ღვთის არსით და ღვთის საჭრეთელით, არსება შენი ამ მიწაზე მოქანდაკდება... დღეს შენს სარეცელს, ვიღაც მამრი ელტვის განცხრომად, მის ღამეებში შენი ვნება შეინახება, არ გევალება ამქვეყნიურ ვნების დაცხრომა, უნდა ფრესკებად გადახატონ შენი სახება. ჰო, ბევრს ექნება ალბათ შენი მსგავსი წარსულის სახე და... სევდამ ზმანებანი აამყეფარა, რა იქნებოდა ეგ სინაზე და სიქალწულე, გადაგერჩინა ვნებისაგან და... დაგეფარა. არ შენთებოდი ამქვეყნიურ ვნებით დამეხილს, მხოლოდ სალოცად ყოფილიყავ და არ მთრობელად, რა იქნებოდა შენი ვნება მსხვერპლად გაგეღო, ღვთაებისადმი მაგ მშვენების სამადლობელად... მაგრამ შენ სხვათა მსგავსად ვნებად შეითარეშე, შემომესმა და დამეხილი მმეხავს გრაკალი... შენ ქალწულობის გარიჟრაჟზე შეხვდი სარეცელს და... ხორცში ვნების აღტყინება ვეღარ ჩაკალი. შენ შეგენდობა... მშვენება ხარ, ნახე საბედო, მის გარდა მრავალს შენი ტრფობა სწვავს იარებად, მაგრამ მაოცებს, იმ საბედომ როგორ გაბედა ამ მშვენებასთან სარეცელის გაზიარება... ეგ სინატიფე განაწამებს უწამლებს სულს და... თუკი არ მტკივხარ, მაშ, ჩემეულს ცათანს შერჩი რად, შენ ცოდვა იყავ იმ ხვედრისთვის, თუმცა კი მსურდა, რომ სიქალწულე დაღუპვისგან გადაგერჩინა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.