სიყვარულის ეიფორიაში
შენი ჩახუტება მათბობს... შენი გულისცემა იგრძნობა მთელ ოთახში.. ვიცი როგორ აგიჩქარდა პულსი.. ერთმანეთით გაზაფხული გვიხარია.. შენი თითების სითბო ახშობს აპრილის სიცივეს.. წვიმს.. როგორც ყოველთვის შენზე ადრე ვიღვიძებ.. და.. ყოველ დილით ცხელი ყავა მომაქვს შენთან.. შენ ბედნიერი ხარ.. მე ლიმონიან ჩაის ვსვავ და გიღიმი... შენს თვალებში ვიძირები.. დრო გავიდა.. პატარები გვყავს.. ორი ბიჭი და ერთი გოგონა.. გოგონას ნია დავარქვით.. ბიჭებს.. იოანე და ლაზარე.. ბიჭს შენი თვალები გამოჰყვა.. მე ბავშვებს ვამზადებ ყოველ დილით .. შენ გოგონა სკოლაში მიგყავს.. ბიჭები კი ბაღში.. საღამოს სამუშაოდან დაბრუნებულს სადილს გახვედრებ ხოლმე.. ერთად ვსადილობთ მთელი ოჯახი და.. არასოდეს ვჩხუბობთ.. გული გაწუხებს.. ჭაღარა ორივეს შემოგვერია.. გოგონა უკვე ოცდაერთი წლის გვყავს.. ერთ წვიმიან საღამოს საქმრო გაგვაცნო.. რამოდენიმე დღის შემდეგ კი უკვე გათხოვდა.. ნია ნელ ნელა იბერება.. რამდენიმე თვის შემდეგ ბიჭი გაუჩნდა.. გაბრიელი დაარქვეს... შენ გაბრიელს დიდი ენთუზიაზმით ზრდი.. დიდ იმედებს ამყარებ მასზე.. მე შენგან წასვლა მომიწია.. გარკვეული დროის შემდეგ ვიგებ რომ გარდაიცვალე.. მე დილაობით დავდივარ შენს საფლავთან და ვტირი.. გაბრიელი სასახელო ვაჟკაცი დადგა.. წარმატებული ბიზნესმენია.. საცოლეც ყავს.. მე ჩვენს ფოტოებს ვათვალიერებ.. ისევ წვიმს... ამჯერად შენი თითების ნაცვლად სხეულს ცხელი ჩაი მითბობს.. მთვარეს შენზე ვეჩურჩულები.. გეტყვი რომ მენატრები.. გათენდა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.