შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მას..


14-09-2015, 15:38
ავტორი ბარბარე
ნანახია 2 760

ფიქრებს გაზაფხულის მიღმა..
შენი სურნელება იპყრობს..
ახლა დაიწყება წვიმა..
აღარ მენატრები თითქოს..
თოვლზე ამოსულ იას..
ყინვა აღარ ინდობს..
შენი სხეული მინდა..
განთიადისას...
თითქოს..
ჩაგეხუტები ახლა..
მთვარეს ჩამიწნავ თმაში..
არ აგიხდება ნატვრა..
დაღამებისას მთაში..
ზღვაც კი გადასცდა ნაპირს..
ნავს მიაქანებს ტალღა..
გამახსენდები მარტში...
არ დამეტყობა დაღლა..
ყოველ ცამეტში ისევ..
შენი თითების სითბო..
იასამნობას მოდი..
ახლა სიცივეს მიხშობ..
ცხელი ჩაი და თოვლი..
თბილი პლედი და წვიმა..
შენი ამბორი მყოფნის..
ახლა იები მინდა..
გარეთ ქარია ..
ფიქრის..
ნისლებს გავატან მთვარეს..
ვარსკვლავს გიწყვეტდი ციდან..
მებუტებოდა ღამე..
ცხელი ჩაი და თოვლი..
თბილი პლედი და წვიმა..
დრომ მიმაჩვია ლოდინს..
უკვე ფიფქებიც ცვივა..
გეხუტებოდი ფრთხილად..
თითებს გადებდი ხელზე..
გთხოვ ისევ მოდი ნისლად..
მეჩურჩულება ღამე..
ვერ მივეჩვიე ლოდინს..
მთელი დედამიწა მტივა..
ღმერთო გაატა ცოდვილს..
ცივი ქარი და წვიმა..
ვერ დაგიბრალე წუხელ..
მზეც არ ათბობდა დილით..
ბევრი მაცვია.. მცივა..
ისევ უშენობა მოდის..
ფიქრებს დაემჩნა ყინვა..
ახლა ძალიან ცივა..
ცხელი ჩაი და თოვლი..
თბილი პლედი და წვიმა..
ახლა უშენობაც მყოფნის..
ახლა უშენობაც მტკივა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent