მოულოდნელი პაემანი 30 წლის შემდეგ
მე 90_იანების იმ "ხანაში" დავიბადე და აქედან გამომდინარე ჩემი ბავშვობაც "ლახტი","კლასი","წრეში ბურთი" და მსგავსი მეგობრული თამაში იყო..ასევე საღამოს ლამპის შუქზე განათებულ კედელთან ჩრდილებით თამაში, და ლექსების მოყოლა იყო..ჩემი უტკბილები და უთბილესი დრო რომელსაც არასოდეს გავცვლი "აიპადის თაობაზე".ლექსები ყოველთვის ძალიან მიყვარდა ამიტომაც ვცდილობდი ყოველი საყვარელი ლექსი ჩამეწერა და შემეგროვებინა.ასეც ვიქცეოდი და რამოდენიმე "ტომიც" შევკრიბე. ძალიან გული დამწყდა რომ დავკარგე, მაგრამ დღეს ვიპოვე ერთერთი ჩანაწერების რვეული..და მინდა გაგიზიაროთ ერთი ლექსი რომელიც ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა...სამწუხაროს ავტორიც შესაებ არაფერი ვიცი... უკაცრავად.... მაპატიეთ სითავხედე ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით?....სულ ვერაფერს მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო! რატომ შეკრთით?ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი, ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს? გამოცვლილხართ...თუმც თვალები ძველებურათ მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო! მე როგორ ვარ,რას ვაკეთბ,რა არ მკითხავთ? ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო! მაგ სიმკაცრით,თუ უზომო სიამაყით, რა მოიგეთ,რა საჩუქარს ელით ბოლოს მენანებით...ლოდინით და დარდით აღვსილს სიბერეც რომ შეგპარვიათ ქალბატონო! თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე, ამიხსენით,მიმანიშნეთ, არ დამზოგოთ, საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ, სინანულიც გვიანია ქალბატონო! ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი, ბევრი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს, არ მოგწყინდატ მარტოდმარტო ხეტიალი? გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო! დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების, ქედს მოგიხრიტ იმ წუთების სამახსოვროთ, გახსოვთ მაშინ თვალს რომ ვეგარ გაშორებდით, ეხლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო! თუ გიყვარდით მიპასუხეთ რატომ დამთმეთ? დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო? მომიტევეთ...ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.