შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაკოცე ბოლოჯერ


24-10-2015, 02:50
ავტორი Anna)))
ნანახია 4 794

მაკოცე ბოლოჯერ ისე არ წახვიდე,
მინდა რომ შეგიგრძო სულ ერთი წამით,
მაკოცე ისე რომ თვალწინ დამიდგეს,
პირველი კოცნა ოქტომბრის ღამეს .
ვიყავით ორნი და წვიმდა მაშინ,
ოქტომბრის სუსხი აკრთობდა ქუჩებს,
მთვარეს მალავდნენ ღრუბლები ცაში,
მთვარე კი მაინც ფანტავდა ღრუბლებს.
მე როგორც ბავშვი ქოლგის ამარა,
წვიმის ცივ წვეთებს ვუშვერდი სახეს,
შენ სიყვარული ვეღარ დამალე
და დაეწაფე ტუჩებს ვით სასმელს.
შენი ტუჩები ცხელი და მწველი
კოცნიდნენ ჩემს მკრთალ, განაბულ ტუჩებს,
მე ვკრთოდი წვიმისგან ბოლომდე სველი
და ვერ ვთოკავდი ჩემს გრძნობებს_ურჩებს.
მაკოცე სანამ აქ ხარ და გხედავ
სანამ მე შენით ვსუნთქავ და ვცოცხლობ,
მაკოცე სანამ გული კვლავ ფეთქავს,
წასვლამდე ერთხელ მაკოცე მხოლოდ.
მაკოცე სანამ სულ ყველა გრძნობას
სულ ყველა მიზანს მოვუღე ბოლო,
მაკოცე , ვიცი რომ აღარ მოხვალ,
მაკოცე სანამ ჩემს სულში ცხოვრობ.
ანა ზეიკიძე



№1 სტუმარი black

Gamousworebeli romantikosi:D..dzan kai iyo

 


№2  offline წევრი Anna)))

black
Gamousworebeli romantikosi:D..dzan kai iyo

არ მეშველება მე არაფერი wink მადლობა ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი gubeladze

love კაი ხარ კაი,მომეწონა <3

 


№4  offline წევრი Anna)))

gubeladze
love კაი ხარ კაი,მომეწონა <3

მადლობა ^_^ ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№5  offline ადმინი შამანი

კარგიაა <3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№6  offline მოდერი nicol

უჰჰჰ... რა ტკბილი იყოოოო love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7  offline წევრი Anna)))

მადლობათ ♥ ♥ ♥
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№8 სტუმარი ია

ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent