* * *
მაშინ ცხოვრება ახალი დაწყებული მქონდა,დედის კალთას ახალი მოწყვეტილი ვიყავი,ცხოვრება ნათელ ფერებად მესახებოდა.კოლეჯში ახალი მისული ვიყავი და სწორედ მაშინ შევამჩნიე ის... არც პოპულარული იყო,არც მდიდარი,არც სიკვდილამდე სიმპატიური,უბრალოდ ზღაპრული ღიმილით მომაჯადოვა.იცინოდა ფართოდ,და თან ბედნიერებას ასხივებდა.მის დანახვამდე მეგონა,რომ ადამიანს ჭორფლი არ უხდებოდა,მაგრამ მას პირდაპირ აკვდებოდა. შემომხედა და გამიღიმა...სწორედ აქედან დაიწყო ყოველივე კარგი ჩემს ცხოვრებაში... შეხვედრები, საჩუქრები, ერთად გატარებული დღეები, ბევრი სიცილი, ბევრი სიყვარული.... მაგრამ როგორც ყოველთვის,არც ჩემს შემთხვევაში ყოფილა ბედნიერება ხანგრძლივი.ყველაფერი მაშინ გაუფერულდა,როცა მობილურზე მისი ზარი შემოვიდა...საავადმყოფოდან რეკავდნენ... ის კომაშია,მე უკვე მკვდარი ვარ,მაგრამ ფიზიკურად არა,მხოლოდ ის ადამიანი ჩაწვდება ჩემს მდგომარეობას,ვისაც ეს გრძნობა გამოუცდია, იმის შიში რომ ერთ დროს სიცოცხლით სავსე ადამიანი ახლა გაუნძრევლად წევს საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში,აღარც იღიმის,არც გაბრაზებს და არც გებუტება.უბრალოდ ცივი,უემოციო სახით არის წასული სადღაც შორს,თვალები დაუხუჭავს და შენს მიერ ნათქვამ არც ერთ სიტყვაზე,რეაქცია არ აქვს...საავადმყოფოში გატარებული რამდენიმე თვიდან მხოლოდ ეს მახსოვს,მეტი არაფერი.ბოლოს კი მისი სახე იმ ეშმაისეულ ყუთში დავინახე,რომლის სახელიც კი ჩემში ზიზღს იწვევს... ახლა მის ლამაზ ღიმილს მხოლოდ ცივ ქვაზე ვხედავ,მაგრამ შემიძლია დავიფიცო,რომ მისი ღიმილი ქვაზე დახატულიც კი მომაჯადოვებელია... დაამთავრა თხრობა თეამ და ცრემლი მალულად მოიწმინდა თვალებიდან.შემდეგ კი უხმოდ ადგა,და მეგობრის სახლი დატოვა.არც არავინ გაჰყოლია უკან,სავარაუდოთ ყველა მის სიტყვებზე ფიქრობდა,სავარაუდოთ კიდევ დიდხანს დაფიქრდებიან გოგონას მონაყოლზე... *********************************** შენისლულ მთაზე,ზურმუხტის ფერად, კვლავაც ბიბინებს უღრანი ტყენი, გადაპენტილა ძირს კალო თეთრად, ვერხვის ფოთოლი ტოკდება ღელვით, ნესტის სუნს ტკბილად,რომ ერწყმის ვარდის, შეაზარხოშებს ირგვლივ ბუნებას, წვიმის წვეთები ეცემა,ქრება, წარსული ძველი დაგვიბრუნდება, მწარეს და ტკბილსა ის გაგვახსენებს, წვიმის წვეთებს კი კვლავ ერწყმის ცრემლი, მის გვერდით მჯდომი,მწარედ მტირალი, კვლავ წარსულს მწარეს ვეალერსები, ბანალურ სიტყვას მივუგდებ იმ ერთს, გონება,მერა ჯერაც მთვრალია, ჩურჩულით ჩემს გულს ტკივილს ვუამებ, რომ იგი ნამყოს გადმონაშთია, წარსულზე ფიქრი მას აღარ სძალუძს, მეხ მხოლოდ გრძნობის დამარხვას ველი, დრო კი ჩემს ცრემლსაც დააშრობს ისე, როგორც მზის სხივმა გამითბო მკერდი, გრძნობათა ტალღამ წალეკა ცრემლი, ანთებულ თვალებს ჩაუქრო ალი, ყალბმა ღიმილმა კვლავ სძლია ტკივილს, ხვალ გავიღიმებ მომავლის ხარვით, გადავაგორებ ცრემლების დიდ ბურთს, ცივ მიწას ფრთხილად შევახებ ხელებს, საფლავის ცივ ქვას ვშორდები ნელა, ოჰ,რა ძნელია ეს განშორება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.