შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი ავტორის...უცნობი ლექსი...


2-11-2015, 19:55
ავტორი nukiiiiii
ნანახია 9 239

თვალები გეტყვის (თუ ჩახედავ) რა ჰქვია ტკივილს
და შენს გარეშე ცხოვრებაზე ატირდებიან.
თუ შეიძლება გამოძებნო რამესთან წილი
ეს პირველ რიგში უღიმღამო ამინდებია...
გავდივარ სახლებს (შენს გარეშე), დგება მაისი
და ხალხით სავსე ყველა ქუჩა ცარიელია,
დღევანდელი დღეც არ იქნება გამონაკლისი
და კიდევ ერთხელ დაგივიწყებ ამიერიდან...
დღეს ხალხით სავსე მონასტერშიც არავინ იდგა,
ვცოდავ და ღმერთმა მაპატიოს - ვერც მას ვამჩნევდი,
რადგან მტკიოდა ისე როგორც ყოველდღე მტკივა,
როცა შემთხვევით წამომცდება შენი სახელი.
ღრუბლები ცაზე შენს თვალებს გავს ატირებამდე
და ჩემი გული ჯვარცმის მერე იესოს ხელებს.
დამამშვიდებდე, მომაწვდენდე ხელებს მხრებმდე,
სხვა არაფერი, გეფიცები მე არ მაღელვებს
და ასე ვცდილობ უშენობა ამოვიკემსო,
მიყვარხარ, ვიცი სითავხედე ჰქვია ამასაც,
ჩემს სიყვარულში ჯვარზე გაცვი, როგორც იესო
და მაინც ვბედავ შენს ხელმარჯვნივ ვგავდე ავაზაკს.
დაბრუნდი. ასე გელოდები ხელებგაწვდილი,
ვგავარ ლოცვის დროს წამოცდენილ უაზრო სიტყვას...
და სიყვარული როდისაა იცი ნამდვილი?
როცა არ უნდა გიყვარდეს და შენ მაინც გიყვარს...




№1  offline წევრი maridb

ძალიან ძალიან კარგი იყო!
ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომია<3
love love love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№2  offline წევრი nukiiiiii

მეც ასე ვფიქრობ მაგრამ ძალიან მინდა ვიცოდე ვისი ლექსია:) ასე ვაგროვებ უცნობ ლექსებს და იმედია ოდესმე ამ პოეტებზეც შევიტყობ რამეს:) <3
maridb
ძალიან ძალიან კარგი იყო!
ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომია<3
love love love

 


№3 სტუმარი Ana

♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

ბოლო სტროფი რა კარგია

 


№4 სტუმარი black

Vaimeee lai kai ikoooo ;**

 


№5 სტუმარი ნანკაწქეწსსა

თემო შენგელაიას ლექსია ეს <3 და უცნობი ავტორი არ არის ძალიან ცნობილი ავტორია და ეს ლექსიც გამორჩეულია მისი შემოქმედებიდან

 


№6  offline წევრი crazy girl sofi

nukiiiiii
მეც ასე ვფიქრობ მაგრამ ძალიან მინდა ვიცოდე ვისი ლექსია:) ასე ვაგროვებ უცნობ ლექსებს და იმედია ოდესმე ამ პოეტებზეც შევიტყობ რამეს:) <3
maridb
ძალიან ძალიან კარგი იყო!
ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომია<3
love love love

შენგელაია ხო :დდ <3

 


№7 სტუმარი Guest inga

nukiiiiii
მეც ასე ვფიქრობ მაგრამ ძალიან მინდა ვიცოდე ვისი ლექსია:) ასე ვაგროვებ უცნობ ლექსებს და იმედია ოდესმე ამ პოეტებზეც შევიტყობ რამეს:) <3
maridb
ძალიან ძალიან კარგი იყო!
ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომია<3
:love: :love: :love:

თემო შენგელიააა ამ ლექსის ავტორიი

 


№8 სტუმარი Guest ნინა

თემო შენგელაიას ეკუთვნის.

 


№9 სტუმარი სტუმარი ლიკა

თემო შენგელაია,????ვგჟდები????

 


№10 სტუმარი temo shengelaias leksia

nukiiiiii
მეც ასე ვფიქრობ მაგრამ ძალიან მინდა ვიცოდე ვისი ლექსია:) ასე ვაგროვებ უცნობ ლექსებს და იმედია ოდესმე ამ პოეტებზეც შევიტყობ რამეს:) <3
maridb
ძალიან ძალიან კარგი იყო!
ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომია<3
:love: :love: :love:


თემო შენგელაიას ლექსია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent