სიკვდილზე ფიქრი
როცა მოგაწვა დარდები როცა შეგიპყრეს ფიქრებმა როცა სიკვდილსაც მოელი ნეტავ რა წერეს თითებმა ? ამ დროს შენ იწყებ წარსულზე ფიქრს ნეტავ სიცოცხლე ამისთვის ღირს? მუდამ დარდები მუდამ კონფლიქტი ბევრი დარდისგან ვეღარ მოიცდი ამ დროს შენ ცდილობ თავის დაღწევას გინდა გაიქცე სულ მთლად ეული შენ ხომ იხსენებ აკვნის დარწევას ღმერთს მიაბარო შენი სხეული გინდა მოშორდე გინდა გაიქცე უაზრო მასას შენ ვეღარ უძლებ მაგრამ არიცი თუ სად წახვიდე სიკვდილზე ნატვრას შენ იწყებ უცებ უნდა დაფიქრდე კაცი ამქვეყნად რისთვის გაჩნდი და რატომ მოხვედი უნდა გადარჩე დიახ ამჯერად შენ გამოსავალს ეხლა მოელი დრო ჭამს შენ ფიქრებს დრო ისევ გიტევს დრომ წაიღო დრო დრო იწირავს დროს დრო ყველაფერს ცვლის გესმის სიტყვები სხვა ამ დროს ამბობს კარგად იქნები არავინ იცის ვერავინ ხვდება შენი გული ხომ ნელ-ნელა კვდება ამ დროს შენ იწყებ დამშვიდობებას გიჭირს დატოვო ხალხი რჩეული შენ გადაწყვიტე მორჩა ცხოვრება იმქვეყნიურ გზას იწყებ ეული არავინ იცის რა ელის შემდეგ სჯობს რომ გვიყვარდეს ჩვენი ცხოვრება მაგრამ ბევრისთვის დარდია დღემდე ერთფეროვნება უკვე მოგბეზრდა შენ არ გახარებს თითო ჩასუნთქვა შენ არ გახარებს დილის ყვავილი შენ არ გადარდებს მომავლის მცნება საუკუნეა ეს მოლოდინი ჩვენი ცხოვრება რომ ხდება მწარე ამ დროს დავიწყებთ კამათს ჩვენს ბედდთან ბედისწერაა ყველა მომენტი გინდა ოდესღაც შენ მოხვდე ღმერთთან შენ ხედავ წარსულს იხსენებ გასულს ბევრ ფიქრებს წასულს შენ ნახავ გასულს ბავშვობის ნატვრა რომ გქონდა ადრე ბოლო მოეღო ოცნებას ასე შენ გაიზარდე, მოგყვა ოცნება ამას იხსენებ სხვა გაოცდება როგორ შეცვალა დრომ შენი თავი როგორ შეიცნე შენი ფიქრები შენ გამოაღე იმ ქვეყნის კარი ფიქრში შენ იქაც მარტო იქნები მარტოობამ რომ დაასვა წერტილი ამის გამო მორჩა შენი ოცნება ოცნებამაც რომ წაიღო წერილი სულიერად შენი თავიც მოკვდება წამი,წუთი აღარ იცი რა გრჩება შენ ხალხთან ხომ მცირე სიტყვა დაგრჩება ეს ხომ იყო ჩემი ნების ხმა სწორედ ნებით გავიარე გზა შენი ნებით შენ ასრულებ სიცოცხლეს ცხოვრებაში შენ ხომ ელი ამ მომენტს ერთი წამი ერთი სუნთქვა რომ გრჩება ამით შენი ისტორია მორჩება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.