აი ის ურითმო ლექსი...
აი ის წუთები,მწყურვალი რომ მიიყუდებ წყლით სავსე ჭიქას, აი ის წუთები ვინღაც ძალიან რომ გენატრება და თან ძალიან რომ გიყვარს, აი ის წუთები,ვინმეს ძლიერად რომ ეხუტები, და ის წუთები,საყვარელ ადამიანს უაზრობის გამო რომ ეჩხუბები, აი ის წუთები,მისი ნახვა ძალიან რომ გინდა, და ამას მხოლოდ საკუთრ თავს ეუბნები, აი ის წუთები,გულის ცემა რომ გიჩქარდება, და ყოველი ფუჭი წუთი რომ გენანება, აი ის სასიამოვნო წუთები შენს ფისასოს რომ ეხუტები, და თან საალერსო სიტყვებს ეუბნები, აი ის წუთები,როცა გტკივა მაგრამ არავის არ ეუბნები, ის წუთები,როცა გეტირება,მაგრამ სიცილით იგუდები, ის წუთები,ცრემლებად რომ დაიღვრები, და მისი სურნელით რომ აივსები, აი ის წუთები ვიღაცას რომ ეუბნები „მიყვარხარო“ და ის რომ გეუბნება ჩემი ფერია ხარო, აი ის მომენტი ღობიდან მომზერალ მშვენიერ ყვავილს რომ დაინახავ, ვერ მოწყვეტ და ყდადაცრეცილ წიგნაკში რომ ჩაიხატავ, აი ის მომენტი,გონებით კი არა გულით რომ გიყვარს, და მის ნაჩუქარ სპილენძის ბეჯედს განძივით რომ ინახავ, აი ის წუთი ლექსი ურითმო რომ გამოვიდა, მაგრამ გულში ყვავილები ამოვიდა... *************************** უცებ დავწერე და მომეწონა,მიუხედავათ იმისა რომ რითმაც და მარცვლების რაოდენობაც დარღეულია სითბოთი ამასო და გადავწყვიტე დამედო.მაგრამ „ჩამკიდე ხელი“-ს აუცილებლად გავაგრძელებ.სიყვარულით zak |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.