შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამყაროს დასასრული...


30-11-2015, 22:21
ავტორი ერკე
ნანახია 2 770

მზე, როცა ჩავა აღარ ინებებს, ამობრძანებას ჩვენ ცივ მხარეში,
გაცივდა თვითონ ადამიანიც და გადაყინა მზე სანუკვარი
გადაიწვება მთლიანად მიწა, ტკივილს კი იგრძნობ გულის არეში
სიძულვილი ზემოთ ამოიფრქვა, რაც მე დავლუქე, თავს მოვუკარი.

კაცობრიობა ისე გაგიჟდა, აღარც საკუთარ მომავალს სახავს
მისთვის აწმყოა გადაქცეული, ნამდვილ მომავლად, რასაც კი ნახავს,
შენ რა გადარდებს სხვის მომავალი, იცხოვრე როგორც შენ ეგოს უნდა
და ამ ცხოვრებით სხვას რომ დავღუპავთ, ამას ვერ ვხვდებით ვერასდროს მუდამ.

თუ ამ სამყაროს სიკვდილს ვაჩქარებთ, რა დაგვრჩენია სიკვდილის გარდა,
ჩვენ კი ვიქცევით მკვლელად მომავლის, დანაშაულშიც აღარ გვიჭერენ
პერსპექტივა გვაქვს ცხოვრებაში წინ და გვესახება მოგება მზარდად
მაგრამ არავინ მომისმენს ვიცი, უბრალოდ ვყბედობ, არც დამიჯერებთ.

წარმოიდგინეთ უჰაერობა და უთქვენობა, ბოლოს რომ გავქრეთ
აღარვინ დაწერს არც ისტორიას, ვერავინ ნახავს დღეს ლამაზს, მზიანს,
აღარ იქნება სიყვარული და იმეფებს ცეცხლი, ვეღარ ჩავაქრობთ
განადგურდება სამყარო მთელი და მეტად ვეღარ მოვუტანთ ზიანს.

გართობის ხერხი ვერ გვიძებნია და რომ გავერთოთ ვიბრძვით, ვნადირობთ,
ცოცხლად ვატყავებთ უამრავ ცხოველს, კეთილდღეობას ჩვენიდან ვარქმევთ
სიცოცხლეს ვართმევთ ერთმანეთს ლაღად, ძალა შეგვწევს რომ სხვა დავამციროთ,
როგორ ვიცხოვრებთ სისასტიკეში, თუ ერთმანეთი არ შევიყვარეთ?

იღუპებიან მცენარეების მსხვილი ნერგები, ჩვენთვის საჭირო
სიკვდილსაც ვშველით ბრძოლა მოიგოს, ამ სიცოცხლესთან მუდმივ ჭიდილში
და მივეჯაჭვეთ ტექნიკას მყარად, მოყვარეს ვუმტრობთ, ძალგივძს გავწიროთ
რას იტყვით როცა შეხედავთ მიწას, როგორ ატარებს დღე-ღამ ტირილში.

ცრემლად იღვრება ჩვენი პლანეტა, დედაც - ომში რომ შვილი დაკარგა
რით ვეღარ მორჩა ადამიანი, თავისი მსგავსის სისხლისა ხვრეპას,
აქ ჯერ არასდროს დამდგარა ის დრო, საკუთარ თავს რომ ჩვენვე განვკარგავთ
აქ სიმართლის მთქმელს ვეძახით გიჟებს, ვრიყავთ მუდმივად, ვუსჯით დახვრეტას.

ქალთა უფლებას დღეს ვინღა იცავს, დაჰყვათ მონური ვალდებულება
უნდა ითმინონ „ქმრის“ კაპრიზები, უსიყვარულოდ გარდაისახონ
კაცი დღეს ვინც კი, ქალზე ხელს აწევს, გმირის სახელი მათთვის ჩუქდება
უნდა ვარგოდეს მხოლოდ „კუხნისთვის“, სახლში დაჯდეს და ბავშვები ზარდოს.

უსამართლობა ნადირობს დღისით, ყველა კუთხეში სულ ძვლები ყრია
ცოცხლად არავის აღარ ვჭირდებით და გვაღმერთებენ ყოველთვის გვიან
ოცნებებს ვიკლავთ, გულში ვიმარხავთ, აღარ ვაკითხავთ უკვე აფთიაქს,
ბარიგები და ნარკომანები, მაინც თამამად ხალხში დადიან.

ამ სიმართლისთვის გთხოვთ ნუ გამკიცხავთ, სახელიც რად მსურს ანდაც ტიტული
თქმა ხომ ერთია, მუდამ მარტივი, გაკეთებაა ყოველთვის რთული
მე კი ვცდილობ, რომ თქმული ვაკეთო, კვლავ შეგიყვარებთ ადამიანებს,
და საზეიმოდ ჩვენ დედამიწას, საპირისპიროდ დავატრიალებთ!
ე.მ.


_________
პ.ს. სიყვარულია ყველაზე მთავარი. სიყვარულია სიცოცხლის ძალა, ბურჯი. ყველაფერი სიყვარულია და სიყვარულით იმართება. ამ ლექსის დაწერა კი ამ სიყვარულის ნაკლებობამ განაპირობა.
მე... სიყვარულის ჯადოქარი, ფიცს ვდებ რომ ისევ მოიმატებს სიყვარული, ისევ გავაძლიერებ რწმენას და იმედებს, სიყვარულს დავრგავ და ვიცი აუცილებლად აღმოცენდება.
კი... ყველა მიყვარხართ. რაც აქ მიწერია ასეთი ვარ და ასეც ვიქცევი. ყველანი მიყვარხართ და ჩემგან არ მინდა რაიმე ცუდი წამოვიდეს.. თუ პირობა მე ვერ ავასრულე და არ შეგიყვარეთ, თქვენ რა ვალდებულები იქნებით ამის!
სიყვარულზე ვლაპარაკობ, რაც მინდა რომ მუდამ იყოს თქვენში, მაგრამ ჯერ მე უნდა მოგცეთ მაგალითი, იმისა რასაც ვამბობ.
ხოდა სიყვარულის ჯადოქარი ამისთვის მზად არის!
თქვენი ერკე მიდასი...



№1 სტუმარი black

Leqsi kargia magram siyvaruli rom yvelaze mtavaria ar vetanxmebi:)))qartvelebidan romeli poeti mogwons?!

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Leqsi kargia magram siyvaruli rom yvelaze mtavaria ar vetanxmebi:)))qartvelebidan romeli poeti mogwons?!

ჩემი საყვარელი პოეტი გალაკტიონია... რვა წლის ასაკში მას მივუძღვენი ლექსი და ამით დაიწყო ჩემი პოეზია. ძალიან ახლოს არის ჩემთან.
ნუ, არ მეთანხმები ეგ არ არის დიდი პრობლემა, მალე დამეთანხმები :)) ;)
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი black

Pu sheni..chemic da magis wigniedo axali dabadebisdgeze machuqes ician ro magra miyvars:D:D

Da mag pontshi magra damainteresa:Dar megona magas tuetyodi

Xo da bodishi tavshi dawerili sheurawyopisatvis:Dgauazreblad momivida:D;)

 


№4  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Pu sheni..chemic da magis wigniedo axali dabadebisdgeze machuqes ician ro magra miyvars:D:D

Da mag pontshi magra damainteresa:Dar megona magas tuetyodi

Xo da bodishi tavshi dawerili sheurawyopisatvis:Dgauazreblad momivida:D;)

ფილმში შავი კატის როლს თუ შეასრულებ იქნებ გაპატიო :P
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№5 სტუმარი black

Ee cxovelebshi yvelaze metad katebi mevaseba seriozulad:);)

Mara pills gaachnia:D:D

 


№6  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Ee cxovelebshi yvelaze metad katebi mevaseba seriozulad:);)

Mara pills gaachnia:D:D

wink wink wink მაშინ პრობლემაც გადაჭრილია ჩემო შავო :D :D ისედაც შავი ხარ და კატის შესრულებაღა დაგრჩენია ;დ
მიაუ დაიკნავლე ერთი :დ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent