შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაღდონ,მისიე


8-12-2015, 19:50
ავტორი Anna)))
ნანახია 2 122

პაღდონ,მისიე,
აღარ მაცბუნებს მე თქვენი მზერა,
ტკივილებს ვითვლი და რიგ-რიგად ვაწყობ,
დღეს ისევ დავთვერი და ისევ მჯერა,
რომ არ მღალატობთ და ჩემზე დარდობთ.
პაღდონ,მისიე,
დღეს თქვენი ბოლო სურათიც დავწვი,
გუშინ ამ ქალაქში ზამთარი დადგა,
თუ ცოტა სითბოში ყინვას ვერ გავცვლი,
ხვალ გასათბობად თქვენს ლექსებს დავწვავ.
პაღდონ,მისიე,
გადავეჩვიე მე თქვენს მშვიდ სუნთქვას,
აღარც ღვინოს ვსვამ ყოველღამით ყოველ დილამდე,
აღარ მივყვები როგორც ადრე კენტად სველ ქუჩას,
და ვცდილობ სევდაც სველ თვალებში აღარ მიჩანდეს .
პაღდონ,მისიე,
აღარ დამიდის ჟრუანტელი თქვენი ხმისაგან,
არც თქვენი გრძელი თითები მკლავს როგორც სულ ადრე,
არ გიმეორებთ გაგიჟებით სიტყვას 'მიყვარხარ',
და არც თქვენი ფიცი აღწევს უკვე სულამდე.
პაღდონ,მისიე,
თქვენი სიმშვიდე ჩემს სულს უკვე აღარ იზიდავს,
არც ის მადარდებს ახლა სხვა თუ დაგდევთ ლანდებად,
თქვენ მიღალატეთ ეს ხომ მაინც კარგად იცით და
ისიც იცით რომ თქვენზე დარდიც მალე გაქრება.
პაღდონ,მისიე,
არ გაკავებთ, გიშვებთ , გეთაყვა,
თქვენ მოღალატის ბუნებას ხომ მტკიცედ ინახავთ,
მხოლოდ -წლებია რაც მინდა რომ თქვენთვის მეთქვა და
ახლა გეტყვით,რომ,მისიე -აღარ მიყვარხართ.
ანა ზეიკიძე



№1  offline ადმინი შამანი

მშვენიერი ლექსია.. love ძალიან მომეწონა... love
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი Anna)))

შამანი
მშვენიერი ლექსია.. love ძალიან მომეწონა... love

დიდი მადლობა ^_^ ♥

allen
Pardon M 'საშინლად' მომეწონა <3

მიხარია ძალიან.. გმადლობ ♥ love
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი თამუნა

ანა, ეს ლექსი ძალიან მომწონს, ისე ძალიან რომ აუცილებლად ვისწავლი ზეპირად, ძალიან მომწონს... love ველი შენს სიახლეებს დიდი მოლოდინით. love
--------------------
ჩემი სიგიჟე შენს მიმართ არარსებული სიყვარულია...

 


№4  offline წევრი Anna)))

თამუნა
ანა, ეს ლექსი ძალიან მომწონს, ისე ძალიან რომ აუცილებლად ვისწავლი ზეპირად, ძალიან მომწონს... love ველი შენს სიახლეებს დიდი მოლოდინით. love

თამო, საყვარელო <3 დიდი მადლობა. ძალიან მიხარია რომ მოგწონს ^_^
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№5  offline წევრი aleksandre

ანაააა love ისეთივე საყვარელია ეს ლექსი როგორც მე wink wink wink

 


№6  offline წევრი Anna)))

aleksandre
ანაააა love ისეთივე საყვარელია ეს ლექსი როგორც მე wink wink wink

მეც მაგას ვამბობ, ალექსანდრე :D <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent