შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყიდება საქართველო


12-12-2015, 23:55
ავტორი ერკე
ნანახია 3 626

იყიდება საქართველო, გააქვთ აუქციონზე,
უნდა სცადონ, რომ ქვეყანა ყველგან აუქციონ მზეს.

აგე, ერთი ჯეელი ზის მხრებაზიდული ამაყად,
ყოველ დღე თვრება ოჯახში, იძახებენ თამადად
სვამს, ადიდებს საქართველოს, მაგრამ მხოლოდ სიტყვებით
გაჭირვება ანახე და თავს გაიტანს კბილებით,
ზის ახლა და უცდის საწყისს,
უცდის თუ რა შეხვდება
იმედოვნებს ამის მერე,
არასდროს მოშივდება.

გვერდს უმშვენებს ახალგაზრდა და ულამაზესი ლედი,
მისი სილამაზის გარდა სხვა არა აქვს საფიქრელი,
არ ადარდებს არაფერი, მითუმეტეს ქვეყნის ბედი
თუმცა რასაც გადაწყვეტენ არ იქნება წინააღმდეგი
ფეხი ფეხზე უდევს ლაღად,
იქნებ ფიქრშიც კი წავიდა
და აზრებით თითქოს სადღაც
სხვა სამყაროს გადავიდა.

დაფიქრდები, ნაცნობ ბედზე, ყველა არის ბედნიერი,
თავის ადგილს დამჯდარა, უცქერს პროცესს ქერა ხნიერი
ხელი ჩანთაზე უდევს და ფეხებიც კი უკანკალებს
ხედავს უკან მდგარნი, ორნი რომ იქნევენ უკანალებს
ახლავს წარსულს დიდებული
ნოსტალგია ქვრივი ქალის,
აქ ასეა მიღებული,
ვისაც უნდა, ყველა გარბის.

მარტო ტოვებს საქართველოს, თავისივე თავთან, სუსხში
კარებს უხსნის აწ მომავალს, მაგრამ წარსულს აგდებს ყუთში,
ფურცელზე წერს ქვეყნის სახელს, ხევს და ნაწილებად კუწავს,
ეს იმ დროში, როცა
დამნაშავე მოსამართლეს ფულს ჯიბეში ჩაუკუჭავს
ახლა ვინც კი არ არსებობს
მისი სისხლი ქრება, ქრება
ღამემ თავზე დაგვათენოს,
ნეტავი რა გვემართება?

აუქციონს მართავს კაცი, შორს თვალებით გასცქერს რუკას
ცრემლებით კი აუვსია, მაგრამ მაინც რაღაც ხურდას
ითხოვს ყოველი მგზავრი, ვინც სიყვარულს უკვე აღარ თვლის,
ხის ოთახში საშინელი სუნი დგება, თან განავლის
მსურველები კამათობენ
ვის შეხვდება საქართველო,
ომობენ და სულ ომობენ
ვერ იყოფენ მთებს და მდელოს.

პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი დგება უცებ
მყიდველია იხდის ბლომად, რამდენიც ჩვენ გაგვაოცებს,
ჯეელს ტაში შემოუკრავს, ფიქრს არ აცლის სხვას დარბაზში
ყვირილს იწყებს მსუქანი, რომელიც ორ სკამზე ხარბად ზის
და ფიქრობს მოხუცი ქალი,
დასასრულს უახლოვდება
მან არ იცის თუ რა არის
ქვეყანა, რომ იყიდება.

ბოლოს ჩვენსა საზღვარზე დგას ტრაფარეტი, დიდი ხისა,
„გაიყიდა საქართველო, აღარ დარჩა არავისა“
სიცოცხლე თუ მოგბეზრდება, იკითხე სურვილი ღვთისა,
ქვეყნის სანაცვლოდ, შეგვრჩა ხელთ, ჩვენ ძვირფასი ოქროს ქისა
შენ კი სხვაგან ეძებ გზაში,
შენ კი ეძებ ყველგან, გარდა
სამშობლოში საკუთარში
არც კი იცი რა გაქვს დარდად.

ტრაფარეტი იუწყება:
„აღარ დარჩა კაცი ქვეყნად,
ყველა საზღვრებს გადავიდა
და ძვირფასი ჩვენი განძი
კაპიკებად გაიყიდა.“
ე.მ.
24 ივლისი 2015



წოოოოწ მაგარი იყოოოო

 


№2  offline წევრი kaxelii

გამოვდებილდი სდული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხომ არ გეწყინება შენი შეუდარებელი ლექსი ჩემ მასწს რომ წავაკითხო (შენი სახელით რაღათქმა უნდა)

 


№3 სტუმარი black

"iyideba saqartvelo"niko lortqipanidzes aqvs dawerili..ogond sul sxvaa da is megona jer...is iwyeba ase...mindor velit,mta-barit da a.sh..kaia brat momewona

 


№4  offline წევრი maridb

ერთი სიტყვით: მაგარია^^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

აზრი მომეწონა,მაგრამ ზოგან ირღვეოდა რიტმი,გადახედე.

 


№6 სტუმარი black

Niki rato sheicvale?is uketesiiyo lamazad chanda;)mara arc esaa cudi prosta sheni saxeli grdzlad ro ewera advilad gnaxulobdi:D:P

Shen iseti xar tavshi aramgonia ro agivardes chveni ganebivrebit;)❤

 


№7 სტუმარი black

Saqme imashia rom saxlshi ar vimyopebi da kompiuterit ver vsargeblob da mobilurshi qartuli shripti ar maqvs da inglisurze ar agdebs da....

 


№8  offline ახალბედა მწერალი ერკე

black
Saqme imashia rom saxlshi ar vimyopebi da kompiuterit ver vsargeblob da mobilurshi qartuli shripti ar maqvs da inglisurze ar agdebs da....

სამწუხაროა :( დამამატე მეგობრებში :D :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№9 სტუმარი mariami

კარგია.. განსაკუთრებით ეს მომეწონა : ტრაფარეტი იუწყება:
„აღარ დარჩა კაცი ქვეყნად,
ყველა საზღვრებს გადავიდა
და ძვირფასი ჩვენი განძი
კაპიკებად გაიყიდა.“ ძალიან ნიჭიერი ხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent