შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასო მარიამ


15-12-2015, 20:17
ავტორი Nude
ნანახია 5 467

ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?
არ მოგიწერიათ რამდენი ხანია,
თბილისსში აპრილი დაგვიდგა თავდებით,
და როგორც ქუჩაში, სულშიც წვიმს მარიამ.

ელვაა ზეცაში, ჭექა და ქუხილი,
თბილისი წვიმების სურნელით მთვრალია,
მე თქვენი დაკარგვის მომაწვა წუხილი,
ამიტომ მოგწერეთ ძვირფასო მარიამ.

ჩემს თავს საოცრად უცნობი რამ ხდება,
გარეთ წვიმს, ოთახში ტკივილის ქარია,
დილით კი თქვენი თმა საწოლზე არ მხვდება,
არც თქვენი სიცილი არ მესმის მარიამ.

რამდენჯერ სიკვდილის სუდარა ვითხოვე,
ეს ალბათ ბავშური სისუსტის ბრალია,
ყოველღამ თვითმკვლელი ფიქრები მიხმობენ
ყოველღამ ვკვდები და ვცოცხლდები მარიამ!

დამღალეს ქალებმა, გარბიან უკვალოდ,
დამღალეს ძალიან, ძალიან, ძალიან!
გადაწყდა დღეიდან ვიქნები უქალოდ,
გზა დამილოცია ძვირფასო მარიამ.

წვიმს, როგორც იმ ღამით, ჩუმად, რომ გითხარით,
ჩურჩულით - მიყვარხარ, ძვირფასო მარიამ,
მერე თქვენ წახვედით, დასრულდა სიზმარი,
მე ქუჩას გავყევი, სველსა და ქარიანს.

ძვირფასო მარიამ, თქვენს მანდილს ვინახავ,
ნიავს არ ვაკარებ, სულ თავზე ვევლები,
ნუ დარდობთ, ტკივილი მე ბევრი მინახავს,
წვიმს, როგორც იმ ღამით გეგონათ ცრემლები.

მერწმუნეთ არ ვტირი, არ ვტირი მარიამ,
ჩემი ხსნა ქრისტეა და მისი ჯვარია!

თორნიკე ნაროზაული.

^^^
პირველი შემთხვევაა, როცა ძალიან მწყინს, რომ მარიამი არ მქვია...



№1  offline წევრი mani156

ჩემი ლექსია ეს ^_^ როგორ მიყვარს ^_^

 


№2  offline წევრი მოლურჯო

მე რატომღაც არ მომწონდა ჩემი სახელი
მაგრამ ამ ლექსის შემდეგ ვამაყობ რომ მარიამი მქვია ^__^
--------------------
მარიამი

 


მიყვარს ეს ლექსი *-*

 


№4  offline მოდერი Nude

მეც უზომოდ მიყვარს, იამაყეთ მარიამებო feel
--------------------
bailey

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

საკმარისია ამ ლექსის პირველი ხაზი წავიკითხო, რომ მეტირება.
ძალიან ძვირფასი ლექსია, მაგრამ საშინლად მოქმედებს ჩემზე.

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ძალიან ლამაზი ლექსია. თბილი და საყვარელი. love

 


№7  offline წევრი aleksandre

love ვგიჟდები ამ ლექსზეეეეეე love

 


№8  offline მოდერი Nude

მე ნაროზაულზეც ვგიჟდები ^_______^
--------------------
bailey

 


№9  offline მოდერი malena

lullaby
საკმარისია ამ ლექსის პირველი ხაზი წავიკითხო, რომ მეტირება.
ძალიან ძვირფასი ლექსია, მაგრამ საშინლად მოქმედებს ჩემზე.

პირველი სტროფი ისეთია, გული გაგისკდება. :(

 


№10  offline წევრი maridb

ვაიმეე საშინლად მიყვარს ეს ლექსიიი<3 love love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№11  offline მოდერი Nude

რამდენს გვყვარებია...
--------------------
bailey

 


№12 სტუმარი black

Maca maca...aq me gushin komentari xo davwere..tu damesizmra...tu dejaviu mwirs tu ra xdebaa eee....au arada maxsovs ro komentarshi dagiwere"me vabshe biwi var metki...

 


№13  offline ადმინი შამანი

ვგიჟდები ლექსზე...
განსაკთრებულ ემოციებს იწვევს ჩემში...
თორნიკეზე აღარაფერს ვამბობ... ♥


----------
black
Maca maca...aq me gushin komentari xo davwere..tu damesizmra...tu dejaviu mwirs tu ra xdebaa eee....au arada maxsovs ro komentarshi dagiwere"me vabshe biwi var metki...

რაღაც პრობლემა იყო საიტზე,რამდენიმე სიახლე და კომენტარი წაიშალა...
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№14 სტუმარი black

შამანი
ვგიჟდები ლექსზე...
განსაკთრებულ ემოციებს იწვევს ჩემში...
თორნიკეზე აღარაფერს ვამბობ... ♥


----------
black
Maca maca...aq me gushin komentari xo davwere..tu damesizmra...tu dejaviu mwirs tu ra xdebaa eee....au arada maxsovs ro komentarshi dagiwere"me vabshe biwi var metki...

რაღაც პრობლემა იყო საიტზე,რამდენიმე სიახლე და კომენტარი წაიშალა...

შამანი
ვგიჟდები ლექსზე...
განსაკთრებულ ემოციებს იწვევს ჩემში...
თორნიკეზე აღარაფერს ვამბობ... ♥


----------
black
Maca maca...aq me gushin komentari xo davwere..tu damesizmra...tu dejaviu mwirs tu ra xdebaa eee....au arada maxsovs ro komentarshi dagiwere"me vabshe biwi var metki...

რაღაც პრობლემა იყო საიტზე,რამდენიმე სიახლე და კომენტარი წაიშალა...

va sps rra vipiqre damesizmratko:D

 


№15  offline წევრი rainey

მოლურჯო
მე რატომღაც არ მომწონდა ჩემი სახელი
მაგრამ ამ ლექსის შემდეგ ვამაყობ რომ მარიამი მქვია ^__^

როგორ არ შეიძლება გიყვარდეს ეს სახელი? სამწუხაროდ მე ეს არ მესმის, მე რომ არ მერქვას ჩემს შვილს დავარქმევდი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent