რატომ დასტოვე მოხევე!
შენ რა ქალი ხარ ქალაუ,როგორ დატოვე მარტო შენ რა ქალი ხარ ქალაუ ,როგორ წახვედი მარტო. კაცს რომ მდაბიო უწოდე ,ახლა გზად მიდის მარტო იცი ტყიური მდაბიო, კვლავ ისევ შენს თავს ნატრობს. დაბრმავდა, კანი დაუჭკნა ,ერთ დროს ძლიერ კაცს ,ბატონს გაუცვდა ბეჩავს ფაფახი ,არ აქცევს არვინ პატრონს. ერთ დროს უბადლო მოხევე, ახლა მკვდარია, დარდობს დარდს უზიარებს ბუნებას და ჩუმად სიკვდილს ნატრობს. ფრთხილად მიყვება ბილიკებს, კლდეებს უყურებს ,ამბობს ბუნებავ შენი ჭირიმე, სამების მადლსაც არ გთხოვ. წამება მინდა სიცოცხლის, არ ვარ მართალი, ვნანობ ღმერთს მე ვეღარ ვთხოვ ვერაფერს ,მინდა უსიტყვოდ დამთმო. მე რა კაცი ვარ, დავსტოვე, ქალი ქალაქში მარტო მოიცა ვსტყუი, წავიდა ,თვითონ წავიდა მახსოვს მობეზრდა შენი სიცივე, შენი სიმტკიცე ახრჩობს თერგის ბრალია ყოველ დღე, ხმაურით მოსვლას გვამცნობს. მოხევე თურმე შენს წასვლას,მიწას აბრალებს ქალო შეხედე სადაც გაზრდილა ახლა უაზროდ ამბობს მობეზრებია ბუნება, სამოთხის სათაყვანო მობეზრებია მყინვარი და ბრალს უყენებს,ახრჩობს. ვაი შენ ქვეყნის შობილო, რას ბედავ როგორ ამბობ სად გაქრა ძველი მოხევე გზებს,რომ კოცნიდა ამ დროს! მყინვარს ამაყად მდგომარეს, რომ შესძახებდი მახსოვს შენი ვარ ჩემო მყინვარო,ამაყო კაცის საზრდოვ! ვხედავ დაბრმავდი ქალისთვის დაკარგე კაცის მანტო აღარც სიცოცხლე გწყურია და ბედსაც შენით ლამობ ყაზბეგს მოგინდა სიკვდილი გინდა სამება დათმო აღარც მთა გიყვარს ქართული და თერგსაც მტრულად ყვარობ შენ რა ქალი ხარ ქალაუ,როგორ დატოვე მარტო შენ რა ქალი ხარ ქალაუ ,როგორ წახვედი მარტო რატომ დასტოვე მოხევე ჩუმად სიკვდილს რომ ნატრობს რატომ მიეცი იმედი რომ იცხოვრებდით მარტო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.