შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გული წაიღეთ!


22-12-2015, 00:45
ავტორი ერკე
ნანახია 3 047

გული წაიღეთ, გადამალეთ, თქვენ, ქალბატონო,
მე არ მჭირდება მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ მის არეში
უკვე დამტანჯა, როგორ ფეთქავს ასე უდროოდ,
არ ჩამაყოლოთ, ეს სიმწარე, მე სამარეში.

რეალობაა თუ სიზმარი, არ მსურს ვიცოდე
გთხოვთ, მომაშოროთ, ეს ტანჯული გული ოხერი,
თუ გრძნობ რომ გივლის, რაღაც შიგნით და გსურს იწვოდე,
სწორედ ამ ტკივილს დაატარებს და ვერ მოვჭერი.

მე, ქალბატონო, სულ არ მესმის, რაში გჭირდებით
ხან გიყვარვართ და ხანაც გძულვართ, ამ გულს ეხებით
თუკი არ გინდათ დავიტანჯო, რად მტკენთ იმედით
იმედი ღვივის, უიმედო თქვენი შეხების.

ზარივით ჩამრეკს თქვენი სიტყვა, მე შენ მიყვარხარ,
უბრალოდ მოსილს დედოფალი მიცქერთ მაღლიდან,
რად ამირჩიეთ, გამორჩევით მე არ ვინახავ,
მოწყვეტილ თეთრ ვარდს, მოტაცებულს, უცხოს ბაღიდან.

ჩუ ქალბატონო, ნუ ტირით რომ არ ვიგრძნო სევდა,
თორემ ეს ღამე მე უაზროდ აქ დამათენდა
მხოლოდ სიყვარულს ვერ გავუგე ვერ გავუსინჯე,
მაგრამ გულიდან მე ავიღებ სისხლისა სინჯებს.

სამჯერ გკითხეთ, როგორ ბრძანდებით, მაგრამ მომიგეთ
რომ არ დაეძებ ამ ქვეყანად სიყვარულს წარმტაცს,
თუმცა უშენოდ გულს არა აქვს მიზეზი ფეთქვის
უმიზეზოა ეს ცხოვრებაც, უგულოდ მართლაც.

დაე წაიღეთ, მომაშორეთ, სანამ სატანად
გადაქცეულა სიყვარული, ჰო! უპასუხო...
სჯობს გაგეცალოთ ქალბატონო, არ მაქვს ატანა
ცრემლების, რასაც ვეღარ შეცვლით, რომ უპასუხოთ.

თუკი მომინდა, მე გინატრებთ, მაგრამ არ მოხვალთ,
მე წარმოვიდგენ, როგორ მოგხვევთ სიფრთხილით მკლავებს,
შენი შეხება, სიყვარული, თვალებიც მახსოვს
ეს თვალებია მონატრებით, ცოცხლად რომ მკლავენ.
ე.მ.

.......
წაიღეთ, სულ წამართვით, არ მჭირდება და დავთმობ კიდეც, თუ მე ის არ მეყოლება გვერდით ვინც მინდა.
რასაკვირველია ისე არ გაგატანთ... ეს უფრო სიკვდილის ტოლფასი იქნება, რადგან თუ არ მექნება გული, მის გარეშე მე მოვკვდები და უგულოდ ვიქცევი.
წაიღეთ, რადგან ტკივილი მოაქვს, საშინელი და ამაზრზენი ტკივილი, ხანდახან სხვას ვტკენ, ხან ჩემ თავს, იმედს კარგავს და საშინელებად იქცევა ხოლმე ეს ამხელა სიყვარულის ჯადოქარი... მაშინ ვაანალიზებ, რომ სულაც არ ვარ სიყვარულის ჯადოქარი და უფრო ბედნიერება კი არა უბედურება მომაქვს, ამ დროს კი რწმენასაც ვკარგავ, სიყვარულსაც, და დეპრესიაში ვვარდები. მეც არ ვარ სულ მხიარულ განწყობაზე... ვერ ვარ.
ეს ლექსი 21 დეკემბერს დავწერე, დილის 5 საათზე, საშინლად რომ არ მეძინებოდა, გული რომ მტკიოდა და არ მაძინებდა, როცა ისე ბაგუნობდა, მეგონა ამომვარდებოდა და მთელი ძალით მისკენ გაექანებოდა, ვისთანაც ასე ძალიან უნდა ყოფნა.
დაიწერა იმიტომ, რომ იმასაც მიხვდა ჩემი გული, ხანდახან კარგი ქმნისას, ან მას ჰგონია, რომ კარგს ამბობს, ან კარგს აკეთებს, არადა სინამდვილეში, სხვისი თვალით ეს არ არის კარგი და საყვარელ ადამიანს გულს ტკენს. ეს იყო პერიოდი, რომელმაც მაჩვენა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რომ მზად ვიყავი გულიც გამეცა, გადავკარგულიყავი, შორს გავქცეულიყავი, რომ გული არავისთვის მეტკინა.
მაშინ მეც მტკივა. გულს რომ ვტკენ ადამიანს, მე ორმაგად მტკივა. და თუ პატიების ღირსი არ ვარ, მაშინ მე ცოცხლად ვკვდები.
ამან შექმნა ლექსი "გული წაიღეთ"
ესმერალდა, შენ მიხვდები რატომ დაიწერა ეს ლექსი... ვიცი მიხვდები!
მეც ადამიანი ვარ, ალბათ ჩემი განცდები და გრძნობები, თქვენთვისაც ნაცნობია, ან არ ვარ ადამიანი და ეს მარტო მე მჭირს...
მაინც მიყვარხართ ყველანი და მაპატიეთ, თუ ჩემი დაუფიქრებელი საქციელის გამო ხანდახან გულს გტკენთ... მიყვარხართ..
მიყვარხარ! --->



№1 სტუმარი nina

ძალიან კარგია,პირდაპირ გულს უმიზნებს ეს სიტყვები და მართლაც მოხვდა გულს.საოცარი სიტყვებია და რავი სიტყვები არ მყოფნის იმის რაგმოსაცემად თუ როგორ იმოქმედა ამ ლექსმა ჩემზე,ეტყობო რომ გულით არის დაწერილი,გულიდან არის ამოძახილი,მთელი გრძნობებია ჩაქსოვილი.ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი EmyLee

ki mivxvdi gio :(:( esaa is leqsi albat.zogjeer asec xdeba,chvendauneburad guls vtkent adamianebs vinc gviyvars:( ❤
--------------------
Rain Of Native Girl

 


№3  offline წევრი maridb

ვაიმეე საოცარი იყოოო<3<3((:*^^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№4 სტუმარი black

Oh oh Kai kacoo...ui UI...:Pra itvino taoba modus chemo tavuooo...ai raiaaaa...nwnw tla gapuwden es bagnebi:D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent