სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!
,,სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს!'' ზეცა აფარებს მიწას თეთრ საბანს ფიფქებით ქათქათა პერანგებს ქსოვს, თოვლი ბილიკებს ცოდვისგან დაბანს სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს! ჭაღარა მთების მშურს ისე ძლიერ პირველი ფიფქი,რომ დაათოვს მზე სირცხვილისგან შეიცვლის იერს სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს! ჩუმად შევცქერი ფიფქების ცეკვას როგორ ნატიფად არხევენ რტოს ო,როგორ მინდა კვლავ ჩემი გერქვას სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს! გარეთ ვზივარ და მათოვს ფიფქები დამზრალი გული სიყვარულს მთხოვს, სხეულს კი ათბობს შენზე ფიქრები სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს! ცა ხეებს აცმევს ქორწილის კაბებს მე,რომ ჩაგაცვა თუ მეტყვი ხოს? ფიფქებს ვუყვები მე შენზე ამბებს სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს! მე ყოველ დილით ვეალერსები შენი სულივით ამ სპეტაკ თოვლს, ცხოვრებამ ჩაჭრა ჩემი რელსები სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს! ხან მიკოცნიან ღაწვებს ფიფქები გული კი შენს თავს არავის თმობს გადაწყდა! დღესვე შენთან ვიქნები სულშიც კი ბარდნის! ო,როგორ თოვს! მთის ქარაფიდან გადავვარდები ფიფქებად მოვალ შენ,რომ დაგათოვს და შენც მაშინვე შეგიყვარდები, ჩემი სურნელი ისე დაგათრობს ციდან მოვალ და დაგითოვ ტუჩებს დამზრალ ბაგეზე დავდნები მყისვე და ყოველ ზამთარს მოგირთავ ქუჩებს, რომ შეგახსენო მიყვარხარ ისევ... გიორგი ქადაგიძე(ქუჩის მდაბიო პოეტი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.