შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენ და ჩვენ


11-01-2016, 13:23
ავტორი zuravar20
ნანახია 2 442

ზამთრის ისევ ბოლო თვე და
თებერვალი ცამეტი
მე არ გეტყვი მივდივართქო
მე არ გეტყვი წავედი

სამს აკლია თხუთმეტი და
მათენდება რამის
დახუჭული თვალები და
სურნელება კანის

ისევ წვიმა, ისევ ქარი
ისევ შენზე ფიქრები
დამიჯერე ჩემო გოგო
მარტო შენი ვიქნები

გახსოვს იმ დღეს თვალის ჩაკვრა?
აპრეხილი თმები
შენი სახე მენატრება
შენი მზერით ვთბები

მერე როცა ვეღარ გხედავ
თითქოს სადღაც ქრები
როცა ვამბობ მიყვარხართქო
იმორცხვებ და კრთები

ეხლა გვერძე ბრუნდები და
მესმის შენი სუნთქვა
ეხლაც შენთან ყოფნა მინდა
მე რა?! ამ გულს უნდა

შენს ოთახში ჰაერი ვარ
იმ ჰაერს რო სუნთქავ
მინდა შენთან ახლოს ვიყო
ახლოს ვიყო სულთან

ზარი, კარზე კაკუნი და
კართან ორი მუზა
მკითხეს რომელი დავრჩეთო?
ორში კარტით ვტუზავ

თან მაგიჟებს ეგ ლოყები
და გაკოცებ როდის ?
როგორ ვითმენ არც კი ვიცი
სულ რო ნერწყვი მომდის

სადღაც რცხილა, სადღაც მუხა
სადღაც მწკრივში ვერხვები
მერე ყელში ნაზად გკოცნი
მერე ტუჩებს ვეხები

მერე ერთად მერე დიდხანს
მერე დიდი მუცელი
მერე ბევრი ცქნაფები
და ახალი ფურცელი !



№1  offline წევრი Firefly

თბილი ლექსი იყო, თუმცა სასვენი ნიშნები არ გქონდა გამოყენებული ,რაც ცოტა დისკომფორტს ქმნიდა კითხვისას.
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი ელლ

ზოგიერთ მომენტში ლექსის სიფაქიზე გქონდა დაკარგული. არ მომწონს, როცა რითმის გამო შეუსაბამო რაღაცებს ურევენ. ზოგან რითმიც დაკარგული იყო. ლექსში მეტი გრძნობა უნდა ჩანდეს და აქ თითქოს თამაშობდი. ეცადე უფრო სიღრმისეული განცდიდ წერო

 


№3  offline მოდერი Eleniko13

არაა...
გრძნობები მაკლდა.
სულ ცარიელი სიტყვები იყო,
თითქოს კომედიურ გადაცემაში დასცინიან პოეტებს და ლექსს კითხულობენო,
ისე ვიგრძენი თავი.
პაღდონ...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent