შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და ჩვენ


12-01-2016, 17:20
ავტორი zuravar20
ნანახია 1 806

შენ უკვე მეცხრე თვეში ხარ
მუცლით პატარას ატარებ
როგორც ბროწეულს მარცვლებით სავსეს
პატარას მარცვალს ვადარებ


მალე დედიკო გახდები
გრძნობა სათუთი წმინდა
ვიცი ქალი ხარ ყველა ქალივით
ვიცი რომ გოგო გინდა


მინდა რომ შენ დაგემსგავსოს
გულში ჩავიკრა მინდება
როგორც კი დაიბადება
იმწამსვე რომ ატირდება


შეხედე როგორ მოძრაობს
მუცელი როგორ გიხდება
გუშინწინ ტკბილი გინდოდა
დღეს უკვე მჟავე გინდება


დედიკოს გრძნობა სხვა არის
მამის ორმაგად ძლიერი
ოღონდაც თქვენ არ მოგშივდეთ
მე დავიძინებ მშიერი


რა ლამაზია სიცოცხლე
ყველა წუთი და წამები
არასდროს მითხრა მივდივარ
არც მე არ გეტყვი წავედი


დღეს ექვსი იანვარია
შობა დადგება მალე
ბევრჯერ წუთები ვითვალე
ბევრჯერ წამები ვთვალე


მშობიარობა დამთავრდა
ვერა დაგაკლო შიშმა
მე და შენ გოგო გვეყოლა
ბეთლემში ქრისტე იშვა

ზ ჭინჭარაული



№1  offline წევრი tskvito

ძალიან თბილი და კარგია♡♡♡

 


№2  offline მოდერი nicol

სახეზე ღიმილით ჩავიკითხე love
სითბო დამიტოვა გილში love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline წევრი mmmmaaarri

ძალიან მომეწონა :*

 


№4  offline წევრი Evelina

გამაჟრჟოლა... ბვშები ჩემი სუსტი მხარეა!!! მივირს ამ ლექსის წაკითხვსას რომა ვიტირე :დ :დ

 


№5  offline წევრი ელლ

მომეწონა, მართლაც რომ თბილი ლექსი იყო.

 


№6  offline წევრი Firefly

უმაგრესი იყო!
ემოციური,გრძნობით დაწერილი... love
--------------------
M.T

 


ძალიან სათუთი და ლამაზი ლექსია, გათბობა აი, ისეთი. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent