შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლევან კაპანაძე---შემიყვარდი


13-01-2016, 13:00
ავტორი levan kapanadze
ნანახია 2 073

როს ამ ღამით ჩამოვჯექი
ჩავუფიქრდი გულის ხმებსა
თურმე მართლაც შემიყვარდი
გეფიცები შენსა მზესა

რას დამჯდარხარ და ბატონობ
ჩემსა გულის კარიბჭესა
ერთხელ მაინც შეგეხედა
განაცვალებ მთელსა წლებსა

შენ კი ამბობ არ მიყვარხარ
გავჰყევ ოცნებების გზებსა
წარსულს თვალი გადავავლე
ვერას ვხედავ შენს საფერსა

ნეტავ ერთხელ შემახედა
როგორ გძინავს ამ ღამესა
მოვალ ჩუმად დაგიკოცნი
მაგ თვალებსა საფერებსა

დამებადა უცხო გრძნობა
რაღაც უცხო გავხდი დღესა
გოგოვ ცოლად გამომყევი
განაცვალებ ჩემსა გზებსა

თუ ხელსა მკრავ და მომისვრი
როგორც ლოდი მოსწყდეს კლდესა
გადვეშვები მე უფსკრულსა
გავიყოლებ ამ ლექსებსაც

მიყვარხარ და მეყვარები
ნუ გამოსცდი ჩემს გრძნობასა
წამო სახლში წამომყევი
ნუ იტვირთავ ჩემ ცოდვასა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent